1. გუნდის ლოტბარს, დავითის გასახსენებელი.
დასასრულსა, დავითისი, ჴსენებად, რამეთუ მაცხოვნა მე უფალმან
2. ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად.
ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე.
3. დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მდომნი.
ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სიცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.
4. დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო!
მიიქცენ მუნთქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!
5. ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი“, ვისაც უყვარს შველა შენმიერი.
გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაჲ შენი.
6. ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ, ღმერთო, იჩქარე ჩემსკენ; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ. უფალო, ნუ დააყოვნებ.
ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მჴსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი. დიდებაჲ