1. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, სადღესასწაულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე წელს, უთხრა:
ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას კარავსა შინა წამებისასა პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა გამოსლვასა მათსა ქუეყანით ეგჳპტით, ჰრქუა:
2. აღწერე ისრაელიანთა საზოგადოება საგვარეულოებად და მამისსახლებად, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამროვანი სათითაოდ.
იწყე შენ აღრაცხად ყოველთა კრებულთა ძეთა ისრაჱლისათა, ნათესავთა მათთა და სახლთა მამათა მათთა, რიცხჳ სახელთა მათთაჲ და თავად-თავადისა მათისაჲ.
3. აღრიცხეთ შენ და აარონმა ყველა ისრაელიანი ოცი წლიდან მოყოლებული, ლაშქარში გამსვლელი, თავთავისი ლაშქრისდა მიხედვით.
ყოველი ჭაბუკი ოცი წლითგან და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვალს ძლიერი ისრაჱლისაგან, აღხილვად მათა ძლიერთა მათ ისრაჱლისათა აღიხილნეთ იგინი ძლიერებითურთ მათით, შენ და აჰრონ აღრაცხნეთ იგინი.
4. თან იყოლიეთ ყოველი შტოდან თითო კაცი, თითოეული თავისი მამისსახლის თავკაცი.
და თქუენ თანა იყუნენ თითოეულნი თავად-თავადნი მთავარნი და ტომად-ტომადნი იყუნედ.
5. აი, მათი სახელები, ვინც თქვენთან უნდა იდგნენ: რეუბენიდან: ელიცურ შედეურის ძე;
და ესე სახელნი ამათ კაცთანი, რომელნი თქუენ თანა იყუნენ რუბენისი: ელისურ, ძე ედიოზორისი,
6. სიმონიდან: შელუმიელ ცურიშადის ძე;
სჳმეონისი: სალამიელ, ძე სურისადაჲსი,
7. იუდადან: ნახშონ ყამინადაბის ძე;
იუდაჲსი: ნაასონ, ძე ამინადაბისი,
8. ისაქარიდან: ნათანიელ ცუარის ძე;
იზაქარისი: ნათანაელ, ძე სუგარისი,
9. ზებულონიდან: ელიაბ ხელონის ძე;
ზაბულონისი: ელიაბ, ძე ქელონისი,
10. იოსებიანთაგან: ეფრემიდან ელიშამაყ ამიჰუდის ძე, მენაშედან გამალიელ ფედაცურის ძე;
ძენი იოსებისნი, ეფრემისნი: ელისამა, ძე ემიუდისი, მანასესი: გამალიელ, ძე ფადასურისი,
11. ბენიამინიდან: აბიდან გიდეონის ძე;
ბენიამინისი: ამინადან, ძე გედეონისი,
12. დანიდან: ახიეზერ ყამიშადაის ძე;
დანისი: აქიეზერ, ძე ამინადაჲსი,
13. აშერიდან: ფაგეყიელ ყაქრანის ძე;
ასერისი: ფაგეელ, ძე
14. გადიდან: ელიასაფ რეღუელის ძე;
ექრანისი, გადისი: ელისაფატ, ძე ჰრაგუელისი,
15. ნაფთალიდან: ახირაყ ყენანის ძე;
ნეფთალემსი: აქირე, ძე ენანისი.
16. ესენი არიან წოდებულნი საზოგადოებიდან, თავთავის მამათა შტოების თავკაცები, ისრაელის ათასისთავთაგანნი.
ესე რჩეულნი კრებულთანი და მთავარნი ნათესავთანი ტომად-ტომადთანი ათასეულთა ისრაჱლისათანი არიან.
17. გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, სახელდებით ჩამოთვლილნი.
და მოიყვანნეს მოსე და აჰრონ კაცნი ესე, რომელნი წოდებულ იყუნეს სახელად-სახელად.
18. მათ შეკრიბეს საზოგადოება მეორე თვის პირველ დღეს და გაარკვიეს მათი წარმავლობა საგვარეულოებისა და მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყველასი, სათითაოდ, ოცი წლიდან მოყოლებული,
და ყოველი ერი შეკრიბეს პირველსა მას თთუესა მეორესა წელსა და აღიხილეს თესლად-თესლადი მათი და ტომად-ტომადი მათი და რიხჳ სახელთა მათთაჲ ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი ჭაბუკი თავად-თავადი მათი,
19. როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, ისე აღრიცხა ისინი სინაის უდაბნოში.
ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს და აღრაცხნეს უდაბნოსა სინას.
20. სულ იყო აღრიცხული რეუბენის, ისრაელის პირმშოს შთამომავალთაგან მათი საგვარეულოების და მამისსახლების მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
და იყუნეს ძენი რუბენისნი პირმშოჲსა ისრაჱლისა ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამისა მათისანი და რიცხუნი სახელთა მათთანი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი,
21. რეუბენის შტოში აღრიცხული იყო ორმოცდაექვსი ათასი ხუთასი.
ძეთა რუბენისთაჲ - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.
22. სიმონიანთა მთელი შთამომავლობა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ სათითაოდ, ყველა მამროვანი ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
ძენი სჳმეონისნი - ნათესავნი მათნი და ტომნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავთა მათთანი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი.
23. სიმონის შტოდან აღრიცხული იყო ორმოცდაცხრამეტი ათას სამასი.
აღხილვაჲ იგი მათი ნათესავისა მის სჳმეონისი - ორმეოცდაცხრამეტ ათას და ოთხას.
24. გადიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.
ძენი იუდაჲსნი ნათესავნი მათნი და ტომნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
25. გადის შტოში აღირიცხა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათი.
ნათესავისა მის იუდაჲსა - სამეოცდაათხუთმეტ ათას და ექუსას.
26. იუდიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
ძენი ისაქარისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი, რიცხჳ იგი მათი
27. იუდას შტოში აღირიცხა სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.
ნათესავისა მის ისაქარისი - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას.
28. ისაქარიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა, ლაშქრად გამსვლელი.
ძენი ზაბულონისნი - ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლნი მამათა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი
29. ისაქარის შტოში აღირიცხა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი.
ნათვსავისა მის ზაბულონსი - ორმეოცდააჩჳდმეტ ათას და ოთხას.
30. ზებულონიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით სახელთა რიცხვისამებრ ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.
ძეთა იოსებისთაჲ: ძენი ეფრემისნი ნათესავად-ნათესავადნი მათნი და ტომად-ტომადნი მათნი და სახლი მამათა მათთანი და რიცხუნი სახელთა მათთანი და თავად-თავადნი მათნი, ყოველი წული ოცით წლითგანი და უზეშთაესი, ყოველი, რომელი გამოვიდოდა ძლიერი რიცხჳ იგი მათი
... და კიდევ 24 მუხლი