1. ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა.
2. ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგი.
3. არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან;
რამეთუ არა მოქმედნი უსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
4. შენ დაავალე შენს ბრძანებათა დაცვა. ზედმიწევნით.
შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
5. ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად.
წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა,
6. მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას.
მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა,
7. განგადიდებდი გულის სისწორით, რომ მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა.
აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისათა, რაჟამს ვისწავლნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
8. შენს წესებს დავიცავ, ნუ მიმატოვებ საბოლოოდ,
სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.
9. რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
რაჲთამე წარიმართოს ჭაბუკმან გზა თჳსი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.
10. მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
11. გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ.
12. კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
13. ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
14. შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
15. შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
მცნებათა შენთა გულსა ვეტყოდი და განვიცადნე მე გზანი შენნი.
16. შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას.
სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყოდი მე სიტყუაჲ შენი.
17. კეთილი უქმენ შენს მორჩილს; ვიცოცხლებ და დავიცავ შენს სიტყვას.
მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
18. აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას.
განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი.
19. მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს.
მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
20. მოითენთა სული ჩემი შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
სურვიელ იქმნა სული ჩემი გულისთქმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
21. შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
22. ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი.
მოსპე ჩემგან ყუედრებაჲ და შეურაცხებაჲ, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
23. დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე.
და რამეთუ დასხდენ მთავარნი, ჩემთჳს ძჳრსა იტყოდეს, ხოლო მონა შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
24. შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი.
და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
25. მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყჳსაებრ შენისა.
26. გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი; მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
27. გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე.
გზა სიმართლეთა შენთა გულისჴმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკჳრველებათა შენთა.
28. დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით; გამამაგრე შენი სიტყვისამებრ.
მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყჳთა შენითა.
29. გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე.
გზა სიცრუჲსა განმაშორე ჩემგან და სჯულითა შენითა შემიწყალე მე.
30. გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
გზა ჭეშმარიტებისა სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
... და კიდევ 146 მუხლი