1. გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
ნეტარ არიან ყოველნი, რომელთა ეშინის უფლისა, და რომელნი ვლენან გზათა მისთა.
2. შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
ნაშრომი ნაყოფთა შენთა შჭამო შენ, ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ.
3. ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
ცოლი შენი, ვითარცა ვენაჴი მსხმო კიდეთა სახლისა შენისათა; შვილნი შენნი, ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოს ტაბლისა შენისა.
4. აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.
აჰა, ესერა, ესრეთ იკურთხოს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.
5. გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე.
გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, და იხილო შენ კეთილი იერუსალჱმსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა
6. იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!
და იხილნე შენ შვილნი შვილთა შენთანი. მშჳდობაჲ ისრაჱლსა ზედა.