II ეზრა 1

1. მოუმზადა იოშიამ თავის უფალს პასექი იერუსალიმში და ამსხვერპლა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
და ყო იოსია მეფემან ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს და შეწირა შესაწირავი იგი უფლისა ათორმეტსა თთჳსა მის პირველისასა.

2. განაწესა შემოსილნი მღვდელნი უფლის ტაძარში რიგის მიხედვით.
განაწესნა და დაადგინნა მღდელნი სახლსა უფლისასა ყოველთა დღჴეთა რიცხჳსაებრ და შთააცვა მათ კვართი სამღდელო.

3. უთხრა ლევიანებს, ისრაელის მღვდელმსახურთ: განიწმიდეთ თავი უფლისათვის უფლის წმინდა კიდობნის დასავანებლად იმ სახლში, რომელიც ააშენა დავითის ძემ, მეფე სალომონმა.
და ჰრქუა ლევიტელთა მსახურთა: განიწმიდენით თავნი თქუენნი და განემზადენით სიწმიდისა მისებრ კიდობნისა სჯულისა უფლისა ტაძარსა მას, რომელი-იგი აღაშენა სოლომონ მეფემან, ძემან დავითისამან.

4. მხრებით არ უნდა ატარებდეთ მას. ახლა კი თაყვანი ეცით უფალს, თქვენს ღმერთს და ემსახურეთ მის ერს, ისრაელს და განლაგდით თქვენ-თქვენი მოდგმისა და გვარ-ტომობის მიხედვით, როგორც განაწესა ისრაელის მეფემ დავითმა და მისი ძის სოლომონის უდიდესობამ.
და ნუმცა იპოვების თქუენ თანა ბიწოვანებაჲ და ბილწება და აწ მსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და შემოკრიბეთ და განუმზადეთ ნათესავი ისრაჱლისა და განაწესეთ განწესებისა მისებრ მამათმთავართასა და ტომთა მისთასა,

5. როცა დადგებით ტაძარში ლევიანების, თქვენ-თქვენ მოდგმათა რიგის მიხედვით, თქვენი ძმების, ისრაელიანების წინაშე,
ვითარცა განაწესა და დაწერა დავით, მეფემან ისრაჱლისამან, და ძემან მისმან დიდმან სოლომონ. და დადგეს ტაძარსა მას შინა ლევიტელნი განწესებისა მისებრ თჳთოეულად მამათა თჳსთასა წინაშე ძმათა თჳსთა, ძეთა ისრაჱლისათა.

6. ამსხვერპლეთ პასექი და განუმზადეთ მსხვერპლი თქვენს ძმებს და გადაიხადეთ პასექი უფლის მცნების შესაბამისად, რომელიც მისცა მან მოსეს.
და პირველისაებრ წესისა შეწირეთ ზატიკი და განმზადეთ შესაწირავი იგი სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა ჴელითა მოსესითა.

7. უბოძა იოშიამ იქ მყოფ ხალხს კრავი და თიკანი ოცდაათი ათასი, კურატი - სამი ათასი. ეს ყოველივე მიეცა ერს სამეფოსაგან, აღთქმისამებრ, მღვდლებსაც და ლევიანებსაც
მიჰმადლა და მისცა იოსია ერსა მას კრავები და თიკანნი ოცდაათი ათასი, ჴბოები სამ ათასი.

8. მისცეს ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ტაძრის წინამძღვრებმა მღვდლებს ორი ათას ექვსასი ცხვარი და სამასი კურატი;
ესე ყოველი მისცა მსგავსად ბრძანებისა მის მეფისასა ერთა და მღდელთა ლევიტელთა, და მერმე მისცა ქელკიასა და ზაქარია მღდელთმოძღუართა მათ, წინამძღუართა ერისათა და მღდელთა ცხოვარი ორ ათასი და ექუსასი და ჴბოები ექუსასი.

9. იექონიამ, შემაყიამ და ნათანიელმა, მისმა ძმამ, და ხაშაბიამ, იეყიელმა და იორამმა, ათასისთავებმა, მისცეს პასექისათვის ხუთი ათასი ცხვარი და შვიდასი კურატი.
და იექონია, და სამეა, და ნათანაელ ძმა, და საბეა, და ოზიელ და იორამ ათასისთავთა მათ მისცეს ლევიტელთა ზატიკისა მისთჳს ცხოვარი ხუთ ათასი და ჴბოები ხუთასი.

10. ყოველივე ამის აღსრულების დროს წესისამებრ იდგნენ მღვდლები და ლევიანები,
და მიიღეს ესე ყოველი მღდელთა მათ და დიდ-დიდად დიდებითა და შუენიერებითა განმზადეს ბატიკი იგი ბალარჯობითა,

11. ეპყრათ ხმიადები ერის წინაშე ტომთა
წესთა მათთაებრ და ტომთა მათთაებრ, მსგავსად მამათა მათთასა განწესებულად დგეს მღდელნი წინაშე კრებულისა და შესწირვიდეს უფალსა შესაწირავსა მას, ვითარცა წერილ არს წიგნსა მოსესსა.

12. და მოდგმათა რიგის მიხედვით, რათა მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის, როგორც განწესებულია მოსეს წიგნში. და იყო დილის ჟამი.

13. შეწვეს პასექი ცეცხლზე, როგორც ეგებოდა, და მოხარშეს მსხვერპლნი სპილენძის ქვაბებში და სხვა ჭურჭელში სურნელოვანი საკმაზითურთ, და დაურიგეს ყველას, ვინც კი იყო ერისაგანი.
და ესრეთ ცისკარსა მას შემწვარი ცეცხლითა განამზადეს ზატიკი იგი უფლისა შესაწირავი და ნედლნი სურნელებითურთ შეაგბეს სიავ-ქუაბთა შინა და ქვაბებთა.

14. ამის შემდგომ კი მოამზადეს თავისთვის და მღვდლებისთვის, თავისი ძმებისთვის - აარონიანთათვის, რადგან მღვდლებს გვიანობამდე მოჰქონდათ ლურთები, და ლევიანებმა მოამზადეს თავისთვისაც და მღვდლებისთვისაც, თავიანთი ძმებისთვის - აარონიანთათვის.
და შესწირეს ყოვლისა მისთჳს ერისა და შემდგომად ამისა მღდელთმოძღუარნი იგი განემზადნეს თჳთ (ძმანი მათნი, ძენი იგი აჰრონისნი).

15. მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილებზე იდგნენ მეფე დავითის დადგენილი წესის მიხედვით; ასევე ასაფი, ზაქარია და იედუთუნი, რომლებიც მეფისაგან იყვნენ. მეკარეები თითოეულ კართან, არ უნდა მოსულიყვნენ თავიანთი რიგიდან, რადგან მათი ძმები ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.
რამეთუ მღდელნი იგი შესწირვიდეს ცმელსა მას ცეცხლისა მის დასაწველსა და ლევიტელნი განემზადნეს თჳთ და ძმანი თჳსნი მღდელად, ძენი აჰრონისნი, და ძენი აისაფისნი შემასხმელნი, მგალობელნი განემზადნეს, ვითარცა განაწესა დავით მეფემან ასაფი, და ზაქარია და ელდინუს.

16. იქმნა ყოველივე, რაც ეგებოდა მსხვერპლშეწირვას უფლისადმი, პასექის აღსრულებისას და მსხვერპლშეწირვას უფლის სამსხვერპლოზე, იოშია მეფის ბრძანებისამებრ.
და მეკარენი იგი თჳთეულად კართა მათ იყუნენ განკრძალულ წესთა მათთაებრ, რამეთუ იგინიცა იყუნენ ძეთაგან ლევის, განიმზადნეს თავნი თჳსნი. და ყოველთა ერთბამად აღასრულეს ზატიკი უფლისა მას დღესა შინა.

17. შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.
და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელი იპოვეს მას ჟამსა შინა, ზატიკი უფლისა და დღესასწაული იგი ბალარჯობათა შჳდ დღე,

18. არ გადახდილა ამგვარი პასექი ისრაელში სამუელ წინასწარმეტყველის დროიდან;
და შესწირეს შესაწირავი უფლისა საკურთხეველსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის იოსია მეფისა. არასადა ყოფილ იყო ესრეთ ზატიკი შორის ისრაჱლსა, რამეთუ არა ვინ ყო ზატიკი ჟამთა მათგან სამოელ წინაწარმეტყუელისათა.

19. და არც ისრაელის რომელიმე მეფეს გადაუხდია იმგვარი პასექი, როგორიც გადაიხადეს იოშიამ, მღვდლებმა და ლევიანებმა, იუდაელებმა და მთელმა ისრაელმა, ვინც კი იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა.
არცაღა ყოველთა მეფეთა ისრაჱლისათა ყვეს ზატიკი ესე. ვითარი-იგი ყო იოსია მეფემან, მღდელთა მათ, და ლევიტელთა, და ჰურიათა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყუნეს დამკჳდრებულნი მას ჟამსა იერუსალჱმსა შინა.

20. იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი.
მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასა ყო ზატიკი ესე.

21. სწორად წარიმართა იოშიას საქმენი უფლის წინაშე და მისი ღვთისმოსავობით სავსე გულით.
და იყუნენ მართალ საქმენი იოსიასნი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და ჰმონებდა უფალსა ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა.

22. მის დროს აღიწერა წარსულში ღვთის წინაშე შემცოდეთა და უწმიდურთა საქმენი, რომლებიც აღემატებოდა ყველა ხალხისა და სამეფოს საქმეთ, და რითაც შეგნებით შეურაცხყოფდნენ მას და აღსრულდა ღვთის სიტყვები ისრაელზე.
და სხუანიცა მეფენი იყუნეს უწინარეს მისა, რომლისათჳს წერილ არს, რომელთა-იგი შესცოდეს და უსჯულო იქმნნეს ყოველთა შინა ნათესავთა და შეაწუხეს უფალი და მჴდომად აღუდგეს სიტყვათა მისთა შორის ისრა- ჱლისა.

23. იოშიას ყველა ამ საქმის შემდგომ გაემართა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, საომრად ქარხემიშში ევფრატზე და გამოვიდა იოშია მის შესახვედრად;
და შემდგომად ყოველთა მათ სიმართლეთა იოსიასთა მოვიდა ფარაო, მეფე მეგჳპტელთა, მბრძოლად ვარქამუსად ევფრატით კერძო და განვიდა ბრძოლად იოსია.

24. და წარგზავნა ეგვიპტის მეფემ მასთან მოციქულები და შეუთვალა: რა ჩემი და რა შენი, იუდას მეფევ?
და მიავლინა მისა მეფემან მეგჳპტელთამან და ჰრქუა: რა ძეს შენი და ჩემი, მეფეო ჰურიასტანისაო?

25. შენს წინააღმდეგ არ წარმოუგზავნივარ უფალ ღმერთს, არამედ ევფრატზე მელის ჩემი ბრძოლა, ახლა უფალი ჩემთან არის და მასწრაფებს მე; ჩამომეცალე და წინ ნუ აღუდგები უფალს.
არა თუ შენდა მიმავლინა მე უფალმან ღმერთმან და ევფრატით კე- რძო მივალ მე ბრძოლად. და აწ უფალი ჩემ თანა არს და ნუ მაბრკოლებ მე, რამეთუ მასწრაფებს მე უფალი მისლვად და ბრძოლად ევფრატით კერძო, ხოლო შენ მიმრიდე და ნუ წინააღუდგები უფალსა.

26. არ უკუიქცა იოშია თავისი ეტლით, არამედ მასთან შებრძოლება გადაწყვიტა, ყურად არ იღო იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები უფლის პირისაგან.
და არა გარემოაქცივნა იოსია ეტლნი თჳსნი, არამედ ბრძოლად ჴელი შეყო მისა და არა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა,

27. არამედ ბრძოლა გაუმართა მას მეგიდოს ველზე და გამოვიდნენ მთავარნი მეფე იოშიას წინააღმდეგ.
არამედ შეიკრიბა და ზედამოუჴდა ველსა უდმაკედოვადაუს. და მიუჴდეს მთავარნი იგი მეფესა იოსიასა.

28. უთხრა მეფემ თავის მსახურთ; გამიყვანეთ ბრძოლიდან, რადგან ძალზედ მოვუძლურდი და მსახურებმაც უმალვე გაიყვანეს იგი მწყობრიდან.
და ჰრქუა იოსია მეფემან მონათა თჳსთა: განმიყვანეთ მე ველისა ამისგან, რამეთუ მოუძლურდი ფრიად. და მეყსეულად გამოიყვანეს იგი მონათა თჳსთა ბრძოლისა მისგან.

29. ავიდა იგი თავის მეორე ეტლზე და იერუსალიმში დააბრუნეს, მოკვდა და დაიმარხა მამა-პაპის სამარხში.
და აღჴდა იგი ეტლთა მათ მეორეთა თჳსთა და აღიყვანეს იგი იერუსალჱმდ, მოკუდა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა.

30. მთელს იუდამი დაიტირეს იოშია, გოდებდა იერემია წინასწარმეტყველიც იოშიასთვის, მთავრები და მათი ცოლები იგლოვდნენ მას ამ დღეს და გადმოეცა ამის ქმნა სამუდამოდ ისრაელის მთელს შთამომავლობას.
და ყოველი ჰურიასტანი გოდებდა და იგლოვდა იოსიას. და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან გოდება ესე იოსიასა ზედა. და დაჯდა იგი დე- დათა თანა და გოდებდეს გოდებასა იერემიასასა მოდღენდელად დღემდე და მისცეს ბრძანება მარადის ნათესავთა გოდებად შორის ისრაჱლისა

... და კიდევ 25 მუხლი