ფსალმუნნი 114

1. მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
შევიყუარე, რამეთუ ისმინოს უფალმან ჴმისა ვედრებისა ჩემისა.

2. რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
მოყო ყური მისი ჩემდა, და მე დღეთა ჩემთა ვხადოდი მას.

3. გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი, და ჭირთა ჯოჯოხეთისათა მპოვეს მე; ჭირი და სალმობაჲ ვპოვე.

4. და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
და სახელსა უფლისასა ვხადე:

5. მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
ჵ, უფალო, იჴსენ სული ჩემი. მოწყალე არს უფალი და მართალ და ღმერთი ჩემი მწყალობელ.

6. იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
დაიცავს ჩჩჳლთა უფალი; დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე.

7. დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.
მოიქეც, სულო ჩემო, განსასუენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყო შენ,

8. რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;
რამეთუ იჴსენ სული ჩემი სიკუდილისაბან, თუალნი ჩემნი - ცრემლთაგან და ფერჴნი ჩემნი - ბორკილისაგან.

9. ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
სათნო-ვეყო წინაშე უფლისა სოფელსა შინა ცხოველთასა. დიდება