1. გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა.
2. ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
ღამესა აღიპყრენით ჴელნი თქუენნი წმიდად მიმართ და აკურთხევდით, უფალსა.
3. გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.
გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ქმნა ცანი და ქუეყანაჲ. დიდებაჲ