1. გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალო, არ გავდიდგულებულვარ და თვალნი მაღლა არ ამიწევია; და არც მივლია განდიდებისა და ჩემთვის მიუწვდომლისაკენ.
უფალო, არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თუალნი ჩემნი; არა ვიდოდე მე მდიდართა თანა, არცა უსაკჳრველესთა ჩემთა თანა,
2. არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული.
არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი, ხოლო აღვიმაღლე სული ჩემი; ვიქმენ მე, ვითარცა ყრმა, განყენებული სძისაგან დედისა თჳსისა, რაჲთამცა მოაგე ესე სულსა ჩემსა.
3. ესავდეს ისრაელი უფალს ამიერიდან უკუნისამდე.
ესევდინ ისრაჱლი უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.