ფსალმუნნი 125

1. გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება.
რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუჱ სიონისა, ვიქმნენით ჩუენ ნუგეშინისცემულ.

2. მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი - გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.
მაშინ აღივსო სიხარულითა პირი ჩუენი და ენაჲ ჩუენი _ გალობითა; მაშინ თქუან წარმართთა შორის: განადიდა უფალმან ყოფა მათ თანა.

3. დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით.
განადიდა უფალმან ყოფა ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან.

4. დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ ადგილზე.
მოაქციე, უფალო, ტყუჱ ჩუენი, ვითარცა ღუარნი ბღუარითა.

5. ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.
რომელნი სთესვიდენ ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ.

6. მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი.
მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა; მოსლვით მოვიდოდეს და უხაროდა, რომელთა მოაქუნდა მჭელეულები მათი.