1. იმ დღეებში აიძრა იერუსალიმიდან მატათია, ძე იოანესი, ძისა სიმონ მღვდლისა, იოარიბიანთაგან, და მოდეინში დასახლდა.
2. ჰყავდა მას ხუთი ვაჟი: იოანე, მეტსახელად გადი,
3. სიმონი, მეტსახელად თასი,
4. იუდა, მეტსახელად მაკაბელი,
5. ელეაზარი, მეტსახელად აუარანი, და იონათესი, მეტსახელად აპფუსი.
6. იხილა მკრეხელობანი, რომელნიც გავრცელდა იუდასა და იერუსალიმში,
7. და თქვა: ვაიმე, რატომ გავჩნდი ჩემი ხალხის დაქცევისა და წმიდა ქალაქის იავარქმნის სახილველად! რატომ ვზივარ აქ, როცა იგი მტრის ხელშია გადაცემული და სამსხვერპლო უცხოთა ხელში?
8. გამოჩნდა მისი ტაძარი, როგორც კაცი ვინმე შეურაცხი.
9. შესამოსელი მისი დიდებისა მიტაცებულია, მისი ჩვილები მისსავე ქუჩებში დახოცეს და მისი ყმაწვილები მტრის მახვილით არიან განგმირულნი.
10. ვინ აღარ მიიღო სამემკვიდრეოდ მისი სამეფო და ვინ არ დაეპატრონა მის მონაგარს.
11. მთელი მისი სამკაული წაღებულია, თავისუფლების ნაცვლად მონა შეიქნა.
12. და აჰა, ჩვენი სიწმიდეები, ჩვენი მშვენება და სახელი გატიალდა, წარმართებმა წაბილწეს.
13. რაღასთცის გვინდა კიდევ სიცოცხლე?
14. შემოიგლიჯეს მატათიამ და მისმა ვაჟებმა ტანისამოსი, ჯვალო ჩაიცვეს და მწარედ ტიროდნენ.
15. მაშან მივიდნენ მოდეინში მეფის მოხელენი, რათა აეძულებინათ ხალხი, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის.
16. ისრაელიდან ბევრი შეუერთდა მათ.
17. მიუგეს მეფის წარგზავნილებმა და უთხრეს მატათიას, თქვეს: წინამძღოლი, პატივდებული და დიდი კაცი ხარ ამ ქალაქში, ვაჟებითა და ძმებით ძლივრი;
18. ახლა პირველი წადი და აასრულე მეფის ბრძანება, მოიქეცი, როგორც ყველა წარმართი, იუდას ხალხი და იერუსალიმში დარჩენილები მოიქცნენ, და გახდებით შენ და შენი შვილები მეფის მოყვარეები და პატივნაცემი იქნებით შენ და შენი შვილები ვერცხლით, ოქროთი და მრავალი ძღვენით.
19. პასუხი გასცა მატათიამ და თქვა ხმამაღლა: მეფის სამეფო სახლის ყველა ხალხიც რომ დაემორჩილოს მას, ყველა სათითაოდ რომც განუდგეს თავისი მამა-პაპის რჯულს, და მისი მცნებები ამჯობინონ,
20. მე მაინც დავრჩები მამა-პაპის აღთქმაში ჩემს ვაჟებთან და ძმებთან ერთად.
21. შორს იყოს ჩვენგან მცნებებისა და რჯულის დატოვება.
22. მეფის სიტყვებს არ დავემორჩილებით, არ გადავუხვევთ ჩვენს რჯულს არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
23. დაასრულა ამ სიტყვების თქმა და წინ გამოვიდა ერთი იუდაელი ვაცი, რომ ყველას თვალწინ ბომონზე მსხვერპლი შეეწირა მოდეინში მეფის ბრძანებისამებრ.
24. დაინახა ეს მატათიამ და შურით აღინთო და გული აემღვრა, განრისხებული მივარდა მას და ბომონს დააკლა.
25. იქვე მიაკლა მეფის კაციც, რომელიც მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა; სამსხვერპლოც მილეწა.
26. შურით აღინთო რჯულის გულისთვის, როგორც ფინხასი მოიქცა ზიმრი შალომის ძის წინააღმდეგ.
27. მოუწოდა მატათიამ ქალაქს დიდი ხმით, ამბობდა: რჯულისთვის და მცნებებისთვის ყველა მოშურნე გამოვიდეს ჩემს წინაშე!
28. შემდეგ გაიქცნენ ის და მისი ვაჟები მთაში და მიატოვეს ყველაფერი, რაც ქალაქში ებადათ.
29. მაშინ მრავალნი, სამართლისა და მსჯავრის მოშურნენი, გავიდნენ უდაბნოში, რათა იქ დასახლებულიყვნენ.
30. თავად ისინი, მათი ვაჟები, მათი ცოლები და მათი ნახირი, რადგან მძლავრობდა მათზე ბოროტება.
... და კიდევ 40 მუხლი