რიცხვნი 7

1. როცა დაასრულა მოსემ სავანის გამართვა, ზეთი სცხო და აკურთხა იგი და მთელი მისი მოწყობილობა, სამსხვერპლო და მთელი მისი მოწყობილობა. ზეთი სცხო მათ და აკურთხა ისინი.
და იყო დღესა მას, რომელსა აღასრულა მოსე, რათა აღმართოს კარავი იგი და სცხო მას და განწმიდა იგი.

2. მიიტანეს ისრაელის თავკაცებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების უფროსებმა (იგინივე იყვნენ ტომების თავკაცები, ისინი ხელმძღვანელობდნენ აღწერას)
და შეწირეს მთავართა მათ ისრაჱლისათა ათორმეტთა მთავართა სახლთა მამათა მათთაჲსა.

3. შესაწირავი უფლის წინაშე - ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი ხარი; თითო ურემი ორ თავკაცზე და თითო ხარი თითოზე; დააყენეს ესენი სავანის წინ.
ესე მთავარნი ტომთანი, ესენი წინაშე მდგომელნი მოღუაწებისანი და მოიღეს შესაწირავი მათი წინაშე უფლისა - ექუსი ურემი კარვედი და ათორმეტი ჴარი ურემი, ერთი ორთაგან მთავართა და ჴარი თითოჲ კაცად-კაცადმან მოიბა წინაშე კარავსა.

4. ასე უთხრა უფალმა მოსეს:
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

5. გამოართვი მათ და სადღესასწაულო კარვის სამუშაოთათვის განაკუთვნე. მიეცი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამუშაოს მიხედვით.
მოიღე მათგან და იყუნენ საქმესა მას მსახურებისა კარვისა მის საწამებელისა და მისცენ იგინი ლევიტელთა მათ კაცად-კაცადსა მსგავსად თჳსისა მის მსახურებისა.

6. აიღო მოსემ ურემი და ხარები და მისცა ისინი ლევიანებს.
და მოიღო მოსე ურმები იგი და ჴარები იგი, მისცა იგინი ლევიტელთა მათ.

7. ორი ურემი და ოთხი ხარი გერშონიანებს მისცა მათი სამუშაოს მიხედვით,
ორნი იგი ურემნი და ოთხი ჴარი მისცა ძეთა გეთსონისთა მსგავსად მსახურებისა მათისა.

8. ოთხი ურემი და რვა ხარი მერარიანებს მისცა მათი სამუშაოს მიხედვით, რასაც ასრულებდნენ ითამარის, აარონ მღვდლის ძის, ხელმძღვანელობით.
და ოთხი იგი ურემი და რვაჲ ჴარი მისცა ძეთა მერარისთა მსგავსად მსახურებისა მათისა ითამარის მიერ, ძისა აჰრონის მღდელისა.

9. კეჰათიანებს არ მისცა, რადგან საწმიდარის სამუშაო ჰქონდათ დაკისრებული, მხრებით უნდა ეტარებინათ.
ხოლო ძეთა კაათისთა არა მისცა, რამეთუ სამსახურებელი იგი სიწმიდისაჲ აქუნდა და მჴრითა აღიღოდიან.

10. მიიტანეს თავკაცებმა მსხვერპლი სამსხვერპლოს სატფურებისთვის მისი ზეთისცხების დღეს და მიიტანეს თავიანთი შესაწირავიც თავკაცებმა სამსხვერპლოს წინ.
და მოართვეს მთავართა მათ სატფურებასა მას კარვისასა დღესა, რომელსა სცხო მას და შეწირეს მთავართა მათ შესაწირავი მათი წინაშე საკურთხეველსა მას.

11. უთხრა უფალმა მოსეს: დღეში თითო თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისთვის.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: მთავარმან ერთმან დღითი დღედ შეწირენ შესაწირავი თჳსი სატფურებასა მას საკურთხეველისასა.

12. პირველ დღეს თავისი შესაწირავი მიიტანა ნახაშონ ყამინადაბის ძემ, იუდას ტომიდან.
და იყო დღესა მას პირველსა და შეწირა შესაწირავი მისი ნაასონ, ძემან ამინადაბისმან, მთავარმან ტომისა იუდაჲსთამან, და შეწირა შესაწირავი მისი:

13. მისი შესაწირავი იყო: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის თასი და სამოცდაათის შეკელის (საწმიდარის შეკელით) ერთი ვერცხლის ბადია; ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
ლანკნაჲ ვეცხლისაჲ ერთი, ას ოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ სამეოცდაათ სასწორის სასწორითა წმიდითა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესვარული ზეთითა შესაწირავად;

14. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე;
პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმევლითა;

15. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
ზუარაკი ერთი ზროხათაგან;

16. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად;
ვერძი ერთი და ტარიგი წელიწადეული ყოვლად მწუარად

17. და სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა და ხუთი ბოტი და ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ნახშონ ყამინადაბის ძის შესაწირავი.
და ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგი წელიწადეული ხუთ. ესე შესაწირავი - ნაასონისი, ძისა ამინადაბისი.

18. მეორე დღეს მიიტანა ნათანიელ ცუარის ძემ, ისაქარის თავკაცმა;
დღესა მეორესა შეწირა ნათანაელ, ძემან საგორისმან, ტომისა ისაქარისმან, და შეწირა შესაწირავი მისი:

19. მიიტანა მან თავისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
ლანკნაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა შესუარულნი ზეთითა შესაწირავად, პარაფსიტი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკუმეველითა.

20. ერთი ოქროს თასი, ათშეკელიან საკმევლით სავსე.
ზუარაკი ერთი ზროხათაგან.

21. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
ვერძი ერთი უბიწოჲ წელიწდეული ყოვლად დასაწველად.

22. ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს,

23. სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი. ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ნათანიელ ცუარის ძის შესაწირავი.
და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები ხუთ. ესე შესაწირავი - ნათანაელისი, ძისა სოგარისი.

24. მესამე დღეს - ზებულონიანთა თავკაცმა, ელიაბ ხელონის ძემ.
დღესა მესამესა შეწირა მთავარმან ძეთა ზაბულონისთამან - ელიაბ, ძემან ქელონისმან.

25. მისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ერთი ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
შესაწირავი მისი: ლანკანაჲ ერთი ვეცხლისაჲ, ასოცდაათ სასწორი მისი, ფიალი ერთი ვეცხლისაჲ, სამეოცდაათ სასწორი მისი სასწორისაებრ წმიდისა, ორნივე სავსენი სამინდოჲთა, შესუარულნი ზეთითა შესაწირავად.

26. ათშეკელიანი ერთი ოქროს თასი, საკმევლით სავსე,
პარაფსიტი ერთი ოქროჲსაჲ, ათი სასწორი მისი, სავსე საკმეველითა.

27. ერთი კურატი, ერთი ჭედილა, ერთი წელგამოვლილი ცხვარი აღსავლენად.
ზუარაკი ერთ ზროხათაგან, ვერძი ერთ წელიწდეული უბიწოჲ ყოვლად დასაწველად, ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს.

28. ერთიც თხა ცოდვის გამოსასყიდად,

29. სამადლობელი მსხვერპლისთვის ორი ხარი, ხუთი ჭედილა, ხუთი ბოტი, ხუთი წელგამოვლილი ცხვარი. ეს იყო ელიაბ ხელონის ძის შესაწირავი.
და შესაწირავად ცხორებისა დიაკეული ორ, ვერძი ხუთ, ვაცი ხუთ, ტარიგები წელიწდეული ხუთ. ესე შესაწირავი - ელიაბისი, ძისა ქალონისი.

30. მეოთხე დღეს - რეუბენიანთა თავკაცმა ელიცურ შედეურის ძემ.
დღესა მეოთხესა შეწირა მთავარმან ძეთა რუბენისთამან - ელიასურ, ძემან ედიორისმან.

... და კიდევ 59 მუხლი