1. განადგურების შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს:
და იყო, შემდგომად გუემისა ამის ეტყოდა მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონ მღდელისსა, და ჰრქუა:
2. აღრიცხე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ოცი წლიდან მოყოლებული გვარეულობათა მიხედვით, ყველა, ვისაც ლაშქრად გასვლა შეუძლია ისრაელში.
იწყე დასაბამსა ყოვლისა კრებულისასა ძეთა ისრაჱლისათასა ოცით წლითგანი და მიმართე სახლად-სახლად ტომთა მათთა ყოველი შემავალი წყობად ისრაჱლისა თანა.
3. ასე ელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ მღვდელი მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად:
და ეტყოდა მოსე და ელიაზარ მღდელი მათ არაბუთ მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ, კერძო და ჰრქუა:
4. ოცი წლიდან მოყოლებული როგორც ნაბრძანები აქვს უფალს მოსესთვის და ისრაელიანთათვის, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდნენ.
ოცით წლითგანი და მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს: შენ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით,
5. რეუბენი - ისრაელის პირმშო. რეუბენის ძენი: ხანოქი - ხანოქელთა საგვარეულო; ფალუსგან ფალუელთა საგვარეულო.
რუბენ, პირმშოჲ ისრაჱლი, ძენი რუბენისნი: ენუქ და დასი ენუქისი, ფალილუ, დასი ფალილუაჲსი.
6. ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ქარმისგან ქარმიელთა საგვარეულო.
ასრონ და დასი ასრონისი, ქარმი და დასი ქარმისი.
7. ეს არის რეუბენიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცდასამიათას შვიდასოცდაათი.
ესე დასნი რუბენისნი. და იყო აღხილვაჲ მათი ორმეოცდასამ ათას და შჳდასდაოცდაათ.
8. ფალუს ძენი: ელიაბი.
და ძენი ფალუჲსნი: ელიაბ.
9. ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი, აბირამი. ეს ის დათანი და აბირამი იყვნენ, საზოგადოების რჩეულნი, რომლებმაც აუტეხეს ჯანყი მოსეს და აარონს კორახის დასთან ერთად, როცა უჯანყდებოდნენ უფალს.
და ძენი ელიაბისნი: ნამოელ და დათან და აბირონ. ესე რჩეულნი იყუნეს კრებულისანი, რომელ ზედა მიუჴდეს მოსეს და აჰრონს კრებულსა თანა კორესსა, რაჟამს აღდგებოდეს უფლისათჳს.
10. გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი.
და განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქნა იგინი. და კორე თანა იყო სიკუდილსა მას კრებულისასა, რაჟამს შეჭამნა ცეცხლმან ერგასის და ორასნი. და იქმნნეს იგინი სასწაულ.
11. კორახის ძენი კი არ დახოცილან.
ხოლო ძენი კორესნი არა მოწყდეს.
12. სიმონიანები საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისგან ნემუელელთა საგვარეულაო, იამინისგან იამინელთა საგვარეულო, იაქონისგან იაქინელთა საგვარეულო,
და ძენი სჳმეონისნი და სიძეთა სჳმეონისთაჲ: ნამუჱლ, დასი ნამუჱლისი: იამინ, დასი იამინისი: იაქინ, დასი იაქინისი:
13. ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო, საულისგან საულელთა საგვარეულო.
ზარა, დასი ზარაჲსი: საულ, დასი საულისი,
14. ესენია სიმონელთა საგვარეულოები: ოცდაორი ათას ორასი.
ესე დასნი სჳმეონისნი აღხილვისა მათისაგან - ოცდაორ ათას.
15. გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ცეფონისგან ცეფონელთა საგვარეულო, ხაგისგან ხაგელთა საგვარეულო, შუნისგან შუნელთა საგვარეულო,
ძენი გადისნი დასად-დასად მათა: საფონ, დასი საფონისი, აგგი, დასი აგგისი, სუნი, დასი სუნისი.
16. ოზნისგან ოზნიელთა საგვარეულო; ყერისგან ყერელთა საგვარეულო,
აზენი, დასი აზენისი, ადდი, დასი ადდისი.
17. აროდისგან აროდელთა საგვარეულო,
ორად, დასი ორადისი, არიელ, დასი არიელისი.
18. ესენია გადიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცი ათას ხუთასი.
ესე დასნი ძეთა გადისთანი აღხილვისგან მათისა:
19. იუდიანები: ყერი და ონანი; დაიხოცნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში.
ორმეოც ათას და ხუთას. ძენი იუდასნი: ჱრ და ავან, სელონ და ფარეს და ზარა, და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა.
20. მათი საგვარეულოების მიხედვით იუდიანები იყვნენ: შელასგან შელაელთა საგვარეულო, ფერეცისგან ფერეცელთა საგვარეულო, ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო.
და იყუნეს ძენი იუდასნი დასად-დასად მათა: სელომ, დასი სელომისი, ფარეზ, დასი ფარესისი, ზარა, დასი ზარაჲსი.
21. ფერეციანები იყვნენ: ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ხამულისგან ხამულელთა საგვარეულო.
და იყუნეს ძენი ფარესისნი: ასრონ, დასი ასრინისი, ამუჱლ, დასი ამუჱლისი.
22. ესენია იუდას საგვარეულოები რიცხვით სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი.
ესე დასნი იუდაჲსნი მსგავსად აღხილვისა მათისა - სამეოცდაათექუსმეტ ათას და ხუთას.
23. ისაქარიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: თოლასგან თოლაელთა საგვარეულო, ფუვასგან ფუვაელთა საგვარეულო.
და ძენი იზაქარისნი დასად-დასად მათა: თულა, დასი თულაჲსი, ფუსი - დასი ფუჰისი.
24. იაშუბისგან იაშუბელთა საგვარეულო, შიმრონიდან შიმრონელთა საგვარეულო,
იასობი, დასი ისობისი, სამრან, დასი სამრანისი.
25. ესენია ისაქარის საგვარეულოები რიცხვით სამოცდაოთხიათას სამასი.
ესე დასნი იზაქარისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც.
26. ზებულონიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: სერედისგან სერედელები, ელონისგან ელონელები, იახლიელისგან იახლიელელები,
ძენი ზაბულონისნი დასად-დასად მათა: სარედ, დასი სარედისი, ალილონ, დასი ალილონისი, იალიჱლ, დასი იალიჱლისი.
27. ესენია ზებულონელთა საგვარეულოები რიცხვით: სამოციათას ხუთასი.
ესე დასნი ზაბულონისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც ათას და ხუთას.
28. იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: მენაშე და ეფრემი.
ძენი იოსებისნი დასად-დასად მათა: მანასე და ეფრემ.
29. მენაშეანები: მაქირისგან მაქირელთა საგვარეულო, მაქირმა შვა გაალადი, გალაადისგან გალაადელთა საგვარეულო.
ძენი მანასესნი: მაქირ, დასი მაქირისი. და მაქირ შვა გალაადი და გალაადისი - დასი გალაადისი.
30. ესენია გალაადიანები: იეზერისგან იეზერელთა საგვარეულო, ხელევისგან ხელეველთა საგვარეულო,
და ესე ძენი გალადისნი: აქიეზერ, დასი აქიეზერისი, ქელეკ, დასი ქელეკისი.
... და კიდევ 35 მუხლი