1. აი, ისრაელიანთა მგზავრობანი, როცა გამოვიდნენ ისინი ეგვიპტიდან ლაშქარ-ლაშქარ მოსესა და აარონის წინამძღოლობით.
და ესე არიან საბანაკონი ძეთა ისრაჱლისათანი, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით ძალითურთ ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა.
2. აღწერა მოსემ უფლის ბრძანებით მათი გამოსვლა და მგზავრობანი. აი, მათი მგზავრობანი გამოსვლისას.
და დაწერა მოსე სლვაჲ მათი და სადგურები მათი სიტყჳთა უფლისათა. და ესე არს სადგურები სლვისა მათისაჲ.
3. რამზესიდან გაემგზავრნენ პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს; პასექის მეორე დღეს გავიდნენ ისრაელიანები გაბედულად მთელი ეგვიპტის თვალწინ.
და იძრნეს რამესეთ თუესა პირველსა, მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, ხვალისაგან ზატიკსა გამოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ჴელითა მაღლითა წინაშე ყოველთა ეგჳპტელთა.
4. მარხავდნენ ეგვიპტელები პირმშოებს, რომლებიც დაუხოცა მათ უფალმა, და მათ ღმერთებსაც მიაგო სასჯელი უფალმა.
და ეგჳპტელნი დაჰფლვიდეს ყოველთა მათ, რომელნი მოსრნა უფალმან მათგანნი, ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა და შორის ღმერთთა მათთა ყო უფალმან შურისგებაჲ.
5. გაემგზავრნენ ისრაელიანები რამზესიდან და სუქოთში დაბანაკდნენ.
და იძრნეს ძენი ისრაჱლისანი ჰრამესეთ და დაიბანაკეს სოკქოთს.
6. გაემგზავრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში რომელიც უდაბნოს კიდეზე მდებარეობს.
და იძრნეს სიკქოთით და დაიბანაკეს უთანს, რომელ არს ნაწილი უდაბნოჲსაგანი.
7. გაემგზავრნენ ეთამიდან და გაემართნენ ფი-ჰახიროთისკენ, რომელიც ბაალ-ცაფონის ზემოთ მდებარეობს, და მიგდოლის წინ დაბანაკდნენ.
და იძრნეს უთანით და დაიბანაკეს პირსა ზედა ეთრონისასა, რომელ არს მართლ ბეელსეპფონსა და დაიბანაკეს წინაშე მაგდოლასა.
8. გაემგზავრნენ ფნე-ჰახიროთიდან, შუა გადაჭრეს ზღვა უდაბნოს მიმართულებით, გაიარეს სამი დღის სავალი გზა ეთამის უდაბნოში და მარაში დაბანაკდნენ.
და იტრნეს მართლ იოროთით და განჴდეს საშუვალ ზღუასა უდაბნოდ და ვიდოდეს გზასა სამ დღისასა სავალსა უდაბნოსა ემათისასა და დაიბანაკეს განსამწარებელსა.
9. გაემგზავრნენ მარადან და ელიმში მივიდნენ; თორმეტი წყარო და სამოცდაათი ფინიკის ხე იყო ელიმში. იქ დაბანაკდნენ.
და იძრნეს განსამწარებელით და მოვიდეს ელიმდ. და ელიმს იყო ათორმეტი წყაროჲ წყლისაჲ და სამეოცდაათი ძირ - დანაკისკუდი და დაიბანაკეს მუნ წყაროსა მას ზედა.
10. გაემგზავრნენ ელიმიდან და მეწამულ ზღვასთან დაბანაკდნენ.
და იძრნეს ელიმით და დაიბანაკეს ზღუასა ზედა ერუთრასა.
11. გაემგზავრნენ მეწამული ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.
და იძრნეს ზღჳთ ერჳთრაჲთ და დაიბანაკეს უდაბნოსა სინაჲსასა.
12. გაემგზავრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ.
და იტრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს აფეკს.
13. გაემგზავრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ.
და იტრნეს აფეკაჲთ და დაიბანაკეს ელუჳსს.
14. გაემგზავრნენ ალუშიდან და რეფიდიმში დაბანაკდნენ. იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისთვის.
და იძრნეს ელჳსით და დაიბანაკეს ჰრაფიდინს. და არა იყო მუნ წყალი სასმელად ერისა მისთჳს.
15. გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ.
და იტრნეს ჰრაფიდინით და დაიბანაკეს უდაბნოსა სინასა.
16. გაემგზავრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში დაბანაკდნენ.
და იძრნეს უდაბნოჲთ სინაჲთ და დაიბანაკეს სამარობანს გულისთქმისასა.
17. გაემგზავრნენ კიბროთ-ჰათაავადან და ხაცეროთში დაბანაკდნენ.
და იძრნეს სამარობნით გულისთქმისაჲთ და დაიბანაკეს ასეროთს.
18. გაემგზავრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ.
და იძრნეს ასეროთით და დაიბანაკეს ჰრათმას.
19. გაემგზავრნენ რითმადან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ.
და იძრნეს ჰრათმაჲთ და დაიბანაკეს ჰრემონ ფარესს.
20. გაემგზავრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ.
და იძრნეს ჰრემონ ფარესით და დაიბანაკეს ლებუნას.
21. გაემგზავრნენ ლიბნადან და რისაში დაბანაკდნენ.
და იძრრნეს ლებუნაჲთ და დაიბანაკეს რესას.
22. გაემგზავრნენ რისადან და კეჰელათაში დაბანაკდნენ.
და იძრნეს რესაჲთ და დაიბანაკეს მაკელლათას.
23. გაემგზავრნენ კეჰელათიდან შაფერის მთაზე დაბანაკდნენ.
და იძრნეს მაკელლათაჲთ და დაიბანაკეს საფარს.
24. გაემგზავრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ.
და იტრნეს საფარით და დაიბანაკეს ქარას. და იძრნეს ქარაჲთ და დაიბანაკეს მაკედოთს.
25. გაემგზავრნენ ხარადიდან და მაკჰელოთში დაბანაკდნენ.
და იძრნეს მაკედოდით და დაიბანაკეს თაათს.
26. გაემგზავრნენ მაკჰელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ.
და იძრნეს თაათით და დაიბანაკეს თათს.
27. გაემგზავრნენ თახათიდან და თარახში დაბანაკდნენ.
და იძრნეს თათით და დაიბანაკეს თარას.
28. გაემგზავრნენ თარახიდან და მითკაში დაბანაკდნენ.
და იძრნეს თარაჲთ და დაიბანაკეს მათეკას.
29. გაემგზავრნენ მითკადან და ხაშმონაში დაბანაკდნენ.
და იტრნეს მათეკაჲთ და დაიბანაკეს ასემუნას.
30. გაემგზავრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ.
და იძრნეს ასემუნაჲთ და დაიბანაკეს მასურუთს.
... და კიდევ 26 მუხლი