II ეზრა 5

1. ამის შემდგომ წასასვლელად აირჩიეს მამისსახლთა უხუცესნი მათი ტომების მიხედვით, მათი ცოლები, მათი ძენი და ასულნი, მათი ყმები და მხევლები და მათი საქონელი.
და შემდგომად ამის ყოვლისა გამოარჩინეს ნახაპეტნი და წინამძღვარნი სახლთა ნათესავთა აღსლვად იერუსალჱმდ ცოლებით და ძეებით და ასულებით, მონებით და ყოვლით ჭურჭლებითა და საგებლითურთ მათით.

2. დარიოსმა გააყოლა მათ ათასი ცხენოსანი, რომ მიეცილებინათ იერუსალიმამდე მშვიდობით, მუსიკით, დაფდაფებითა და საყვირებით.
და დარეჰ მისცა მათ თანა ცხენები ათას, ვიდრემდე მივიდენ და მიიწივნენ იერუსალჱმდ მშჳდობით მენოაგითურთ, ბობღნითა და ნესტჳთა,

3. ყველა მათი ძმა მხიარულობდა და მისცა მათ ნება მათთან ერთად წასულიყვნენ.
პარითა და როკვითა, და ყოვლითა სიხარულითა განუტევნა იგინი იერუსალჱმდ.

4. აი, სახელები კაცთა, რომლებიც წავიდნენ მამისსახლთა მიხედვით ტომებად, უხუცესობის წესით.
და ესე სახელები არს კაცთა მათ, რომელნი აღვიდეს იერუსალჱმდ მსგავსად სახელებისა მამათა თჳსთასა ნათესავისაებრ ტომთა თჳსთა.

5. მღვდლები, ძენი ფინხასისა, ძისა აარონისა; იესო იოცადაკისა, ძისა სერაიასი, იოაკიმი ზერუბაბელისა, ძისა შალთიელისა, დავითის სახლიდან, ფარესის საგვარეულოდან, იუდას ტომიდან,
მღდელთა მათგანნი იყუნეს ძენი ფინეზისანი, ძისა ჰარონისნი: ისუ, იოსედეკეან და იოაკიმ, რომელ იყო ზორაბაბელ სალათიელენი, თესლისა მისგან დავითის, ტომისაგან ფარეზის, ნათესავისა მისგან იუდასი,

6. რომელიც სპარსელთა მეფის დარიოსის წინაშე წარმოსთქვამდა ბრძნულ სიტყვებს მისი მეფობის მეორე წელს, ნისანის თვის პირველშა.
რომელიცა იტყოდა წინაშე დარეჰ მეფისა სიტყუათა მათ სიბრძნისათა მეორესა წელსა სუფევისა მისისასა თთვესა მას ნისანსა თთვესა მას პირველსა.

7. ესენი არიან იუდაელთაგანნი, გადასახლების ტყვეობიდან გამოსულნი, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადმოასახლა ბაბილონში,
და იყუნეს ესე ყოველნი ურიანი, რომელ განეტევნეს ტყუეობისაგან და აღვიდეს იერუსალჱმად, რომელნი წარტყუენილ იყუნეს ნაბუქოდონოსორისგან, მეფისა ბაბილოენთასა, და აღვიდეს იერუსალჱმდ.

8. და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდას სხვა ადგილებში, თითოეული თავის ქალაქში, მოსულნი ზერუბაბელთან და იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რეყამიასთან, ნახმანისთან, მარდოქაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან - წინამძღოლებთან ერთად.
და დაემკჳდრნეს ურიასტანსა თჳთეულად ქალაქსა თჳსსა და იყუნეს წინამძღუარნი მათნი ზორაბაბელ და ისუ, იოსედეკეანი. და იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა: ნეემი, სარიელ, ერესე, ანანია, მურთქე, ბელესარ, ასფარას, ბოროველ, ჰორომ ბანა.

9. რიცხვი ხალხისა და მის წინამძღოლთა: ფოროსის ძენი - ორი ათას ას სამოცდათორმეტი.
და ესე არს რიცხჳ ნახაპეტთა და ნათესავთა მათ და მთავართა მათთა: ძენი ფარეზისნი ორ ათას ასსამეოცდათორმეტ, ძენი საფატისნი: ოთხასსამეოცდათორმეტნი.

10. შაფატის ძენი - ოთხას სამოცდათორმეტი. არახის ძენი - შვიდას ორმოცდათექვსმეტი.
ძენი ასერისანი: შჳდასსამეოცდაექუსი,

11. ფახათმოაბის ძენი იესოს და იოაბის ძეთა ჩათვლით - ორი ათას რვაას თორმეტი.
ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისანი და ძეთა იუსთა და ჰროაბისთა ორ ათას რვაასდაათორმეტ,

12. მეშულამისა ძენი - ათას ორას ორმოცდა თოთხმეტი. ზათუს ძენი - ცხრაას ორმოცდა ხუთი. ზაქაის ძენი - შვიდას ხუთი. ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდა ორი.
ძენი ელამისნი: ორ ათას ორასერგასისდაოთხ, ძენი ზატუნისნი: ცხრაასორმეოცდახუთ, ძენი ქორბასნი: შჳდას ერგასის, ძენი ბენიასნი: ექუსასორმეოცდარვა,

13. ზებაის ძენი - ექვსას ოცდა სამი. ყაზგადის ძენი -ათას სამას ოცდა ორი.
ძენი ბერიასნი: ექუსასოცდასამ, ძენი არგესნი: სამ ათას სამასოცდაორ,

14. ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდა შვიდი. ზიგვაის ძენი - ორი ათას სამოცდა ექვსი. ყადინას ძენი - ოთხას ორმოცდა თოთხმეტი;
ძენი ადომიკიმისნი: ექუსასსამეოცდაათჩჳდმეტ, ძენი ბოსორესნი: ორ ათას ექუსასდაექუს, ძენი ადინასნი: ოთხასერგასისდაოთხ,

15. ატერის ძენი, ძისა ეზეკიასი - ოთხმოცდათორმეტი. ძენი კილანისა და აზეტასი - სამოცდა შვიდი. ყაზერის ძენი - ოთხას ოცდათორმეტი.
ძენი აზერ ეზეკიასნი: ოთხმეოცდაათორმეტ, ძენი ელანისნი: სამეოცდაშჳდ, ძენი აზარიასნი: ოთხასოცდაათორმეტ,

16. ხანანის ძენი - ას ერთი. არომის ძენი, ბეცაის ძენი - სამას ოცდა სამი. ხარიფის ძენი - ას თორმეტი.
ძენი დედალისნი: ექუსასოცდაათორმეტ, ძენი ანანიასნი: ასდაოც, ძენი არომისნი: სამასოცდასამ,

17. გიბყონის ძენი - სამი ათას ხუთი. ბეთლეების ძენი - ას ოცდა სამი.
ძენი არსიფურისნი: ასდაათორმეტ, ძენი ბეტერიასნი: სამ ათას ოთხმეოცდაათხუთმეტ, ძენი ბეთლომასნი: ასოცდასამ,

18. ნეტოფასგან - ორმოცდა თხუთმეტი; ყანათოთისგან - ას ორმოცდა თვრამეტი; ბეთ-ყაზამოთისგან - ორმოცდა ორი;
ძენი ნატობობისანი: ერგასისდახუთი, ნატთასგან: ასერგასისდარვა, ბეთსამონისგან: ორმეოცდაორ,

19. კირიათ-იეყარიმისგან - ოცდა ხუთი. კაპირასისა და ბეროთასაგან - შვიდას ორმოცდა სამი.
ძენი კარიათორიმისნი: ოცდახუთ, ქაფირისგან და თერონისგან: შჳდასორმეოცდარვა, ქადიასგან და ამიდასგან: ოთხასოცდაორ,

20. ქადიასნი და ამიდიოსნი - ოთხას ოცდა ორი.
კეიმარისგან და კაბესისგან: ექუსასოცდაერთ, მიაკალონისგან: ასოცდაორ,

21. მიქმასისგან - ას ოცდა ორი. ბეტოლიოსისგან - ორმოცდათორმეტი. ნიფისის ძენი - ას ორმოცდა თექვსმეტი.
ბეტოლამისაგან: ერგასისდაორ, ძენი ნიფისისნი: ასერგასისდაექუს,

22. კალამოლალოსის ძენი და ონუსის - შვიდას ოცდა ხუთი.
ძენი კაილამოლასნი და ორნიასნი: შჳდასოცდახუთ.

23. სენაასის ძენი - სამი ათას სამას ოცდაათი.
ძენი ერექეასნი: სამასორმეოცდახუთ, ძენი სენასნი: სამ ათას სამას ოცდაათერთმეტ და ძენი მღდელთანი,

24. მღვდელნი: იედაყიას ძენი, ძისა იესოსი, ანასიბის ვაჟებთან ერთად - ცხრაას სამოცდა თორმეტი: იმერის ძენი - ათას ორმოცდა თორმეტი.
ძენი ედტუასნი, ძისა იოსიასნი: ცხრაასოცდათორმეტ, ძენი ემმერასნი: ათასერგასისდაორ,

25. ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდა შვიდი; ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი.
ძენი ფასურისნი: ათასორასორმეოცდაშჳდ, ძენი ქარმისნი: ათასდაჩჳდმეტ,

26. ლევიანები: ძენი იესოსი, კადმიელისა, ბანისა და ჰოდუიასისა - სამოცდათოთხმეტი.
ხოლო ლევიტელთა ძენი ისუსნი ერთ და კუდუელისნი და ბანეასნი და სუდუასნი სამეოცდაათოთხმეტ.

27. მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ოცდა რვა.
ძენი და ასულნი და ცოლნი და ყოველნი რიცხუნი მათნი - ორმოცი ათას ორასორმოცდაორ.

28. კარისმცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ჰატიტას ძენი და შობაის ძენი, სულ - ას ოცდაცხრამეტნი.
და რომელნი იყუნეს ნათესავისა მისგან მღდელთასა, მგალობელნი ძენი ასაფისნი ასორმეოცდარვა.

29. ტაძრის მსახურნი: ესავის ძენი, ასიფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, კეროს ძენი, სიყას ძენი, ფედაიას ძენი, ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი,
და მეკარენი იგი ძენი სალამესნი, ძენი ატერარასნი, ძენი ტოლმანისნი, ძენი დაკაუბეასნი, ძენი ატეტასნი, ძენი საბეასნი და ყოველნი ესე ასოცდაცხრამეტ.

30. ყაკუბის ძენი, უტას ძენი, კეტაბის ძენი, ხაგაბას ძენი, სამლაის ძენი, ხანანის ძენი, კათუას ძენი, გახარის ძენი;
და მონანი იგი მღდელთანი: ძენი ასაფასნი, ძენი ტაბალასნი, ძენი კერრასნი, ძენი სივიასნი, ძენი ფალეასნი, ძენი ლაბილისნი, ძენი აგებასნი, ძენი აკუდისნი, ძენი უტოსნი, ძენი კედაბისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სობომისნი, ძენი ასტანისნი, ძენი კათუვათასნი, ძენი გედდუსნი

... და კიდევ 41 მუხლი