ლევიანნი 14

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

2. ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის: როცა გასაწმედია, მღვდელთან უნდა მიიყვანონ.
ესე არს შჯული კეთროვნისაჲ, რომელსა დღესა განწმიდნეს, და მოიყვანოს იგი მღდელისა მის

3. გავა მღვდელი ბანაკს გარეთ და გასინჯავს მღვდელი; თუ კეთროვანს მოურჩა კეთრის წყლული,
და განვიდეს მღდელი იგი გარეშე ბანაკსა მას და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, განკურნებულ არს შედებაჲ იგი კეთროანებისაჲ კეთროვნისა მისგან.

4. მოაღებინებს მღვდელი გასაწმიდავებლისთვის ორ ცოცხალ წმიდა ფრინველს, კედარის ხეს, ჭიაფერ ნართს და უსუპს.
და უბრძანოს მღდელმან მან და მოართუნენ განწმედილსა მას ორნი ქათამნი ცოცხალნი წმიდანი და ძელი ნაძჳსაჲ და შესთული მეწამული და უსუპი.

5. დააკვლევინებს მღვდელი ერთ ფრინველს თიხის ჭურჭელთან, წყაროს წყალზე.
და უბრძანოს მღდელმან მან და დაკლას ქათამი იგი ერთი ჭურჭელსა კეცისასა წყალსა ზედა ცხოველსა. და ქათამი იგი ერთი მოიღოს მან და ძელი იგი ნაძჳსაჲ და შეგრაგნილი იგი მეწამული და უსუპი და დააწოს იგი

6. აიღებს ცოცხალ ფრინველს, ნაძვის ტოტს, ძოწეულის ნართს, უსუპს და დაასველებს მათ და ცოცხალ ფრინველს წყაროსთან დაკლული ფრინველის სისხლში.
და ქათამი იგი ცოცხალი სისხლსა მას ქათმისა დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა.

7. შვიდგზის ასხურებს კეთრისგან განსაწმიდავებელს და გაწმედილად სცნობს მას. ცოცხალ ფრინველს კი მინდორში გაუშვებს.
და აპკუროს განწმედილსა მას კეთროვნებისაგან შჳდგზის და წმიდა იყოს და განავლინოს ქათამი იგი ცოცხალი ველად.

8. განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და შვიდ დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს.
და განირცხეს განწმედილმან მან სამოსელი თჳსი და დაიყჳნოს ყოველი თმაჲ მისი და დაიბანოს წყლითა და წმიდა იყოს. და მისსა შემდგომად შევიდეს იგი ბანაკად და იქცეოდის იგი გარეშე სახლსა თჳსსა შჳდ დღე.

9. მეშვიდე დღეს მთლიანად მოიპარსავს თავს, წვერს, წარბებს, მოიპარსავს მთელს თმას, გაირეცხავს ტანისამოსს, დაიბანს ტანს წყალში და გაწმიდავებული იქნება.
და იყოს, შემდგომად შჳდისა დღისა დაიყჳნოს ყოველივე თმაჲ მისი, თავი მისი და წარბნი და ყოველივე თმა მისი დაიყჳნოს, და განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს გუამი მისი წყლითა და წმიდა იყოს.

10. მერვე დღეს აიყვანს ორ საღ მამალ ბატკანს და ერთ, წელგამოვლილ საღ დედალ ბატკანს, აიღებს ეფის სამ მეათედ გამტკიცულ ფქვილს, საძღვნო შესაწირავად - ზეთში შერეულს, და ერთ ლოგ ზეთს.
დღესა მერვესა მოიბნეს ორნი ტარიგნი უბიწონი წელიწდეულნი და ცხოვარი ერთი წელიწდეული უბიწოჲ და სამი ათეულისაგანი სამინდოჲ შესაწირავად შესუარული ზეთითა და საწყაული ერთი ზეთისაჲ.

11. დააყენებს გამწმედელი მღვდელი გასაწმიდავებელ კაცს და ყველაფერს ამას უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
და დაადგინოს მღდელმან მან განმწმედელმან კაცი იგი განწმედილი და ესე ყოველი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

12. აიყვანს მღვდელი ერთ მამალ ბატკანს და მიიტანს მას დანაშაულის გამოსასყიდად, და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ უფლის წინაშე.
და მოიბას მღდელმან მან ტარიგი ერთი და მოჰგვაროს, რომელ-იგი ბრალისათჳს არს და საწყაული იგი ზეთისაჲ და განაჩინოს განჩემებით წინაშე ღმრთისა.

13. დაკლავს ბატკანს იმ ადგილზე, სადაც იკვლის ცოდვის გამოსასყიდი და აღსავლენი, წმიდა ადგილზე, რადგან როგორც ცოდვის გამოსასყიდი, ასევე დანაშაულის გამოსასყიდიც მღვდელს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა.
და დაკლან ტარიგი იგი ადგილსა მას, სადა-იგი დაკლიან მრგულიად დასაწუელები, და რომელ-იგი ცოდვისათჳს ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს იგი ცოდვისაჲ და ბრალისაჲ მღდელისა მის: წმიდაჲ წმიდათაჲ არს.

14. აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს მღვდელი გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს მღდელმან მან ყურის ძირსა განწმედილსა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფვრჴისა მისისა მარჯუენისასა.

15. აიღებს მღვდელი ზეთს და დაისხამს მარცხენა ხელისგულზე.
და მოიღოს მღდელმან მან საწყაულისა მისგან ზეთისა ჴელსა მღდელისა მარცხენესა და დააწოს თითი მარჯუენე ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა.

16. ჩააწობს მღვდელი მარჯვენა თითს ზეთში, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა და ასხურებს ზეთს თავისი თითიდან შვიდგზის უფლის წინაშე.
და დააპკუროს ზეთითა შჳდგზის წინაშე ღმრთისა, ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი ჴელსა ზედა ედგას მღდელსა მას, სცხოს ყურისა ძირსა განწმედილისასა მას მარჯუენესა

17. დანარჩენ ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, მღვდელი სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლის სისხლი სცხია.
და მწუერვალსა ჴელისა მისისა მარჯუენისასა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა სისხლისა მისგან ბრალისაჲსა.

18. დანარჩენ ზეთს, რომელიც მღვდელის ხელისგულზეა, თავზე სცხებს გასაწმიდავებელს და შეუნდობს მას უფლის წინაშე.
ხოლო ნეშტი იგი ზეთი, რომელი იყოს ჴელსა მღღელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა.

19. შესწირავს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლს და შეუნდობს გასაწმიდავებელს მის უწმიდურობას. მერე იგი დაკლავს აღსავლენ მსხვერპლს.
და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა, და ყოს მღდელმან მან ცოდვისაჲ იგი, და ლხინება-ყოს მღდელმან განწმედილისა მისთჳს ცოდვისაგან მისისა

20. აიტანს მღვდელი აღსავლენს და საძღვნოს სამსხვერპლოზე. და შეუნდობს გასაწმიდავებელს მღვდელი და გაწმიდავდება იგი.
და ამისა შემდგომად დაკლას მღდელმან მან ყოვლად დასაწველი იგი და შესაწირავი საკურთხეველსა ზედა წინაშე ღმრთისა, და ლხინება-ყოს და განწმიდნეს.

21. თუ იგი ღარიბია და ხელი არ მიუწვდება, აიყვანოს ერთი ბატკანი, დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი შესარხევად, რომ შეენდოს, და ეფის მეათედი გამტკიცებული ფქვილი, ზეთში აზელილი საძღვნოდ და ერთი ლოგი ზეთი,
უკუეთუ გლახაკ იყოს და ჴელმან მისმან არარაჲ პოვოს, მოიბას ტარიგი ერთი წელიწდეული, რომლისათჳს-იგი ცოდა, შესაწირავად და მეათე სამინდოჲსაჲ შესუარული ზეთითა, მსხუერპლად დასაწუელი იგი ზეთისაჲ ერთი.

22. ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი, რაზეც ხელი მიუწვდება, ერთი ცოდვის გამოსასყიდი იქნება, მეორე - აღსავლენი.
და ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და რაოდენ-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან, და იყოს ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი მრგულიად დასაწველად.

23. მიუტანს ამათ თავისი გაწმიდავების მეშვიდე დღეს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე.
და მოართვას იგი დღესა მეშჳდესა განსაწმედელად თჳსა მღდელსა მას კარად კარვისა საწამებელისა წინაშე ღმრთისა.

24. აიყვანს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და ერთ ლოგ ზეთს და შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე.
და მოიღოს მღდელმან მან ტარიგი იგი ბრალისაჲ და საწყაული ზეთისაჲ და დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა.

25. დაკლავს დანაშაულის გამოსასყიდ ბატკანს და აიღებს მღვდელი დანაშაულის გამოსასყიდის სისხლს და სცხებს გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე.
და დაკლას ტარიგი იგი, რომელ არს ბრალისათჳს, და მოიღოს მღდელმან სისხლისა მისგან ბრალისაჲსა და სცხოს ძირსა ყურისასა მის განწმედილისასა მარჯუენესა

26. ზეთს კი მღვდელი დაიღვრის მარცხენა ხელისგულზე.
და მწუერვალთა ჴელისა მარჯუენისა მისისათა და მწუერვალთა ფერჴისა მარჯვენისა მისისათა.

27. ასხურებს მღვდელი მარჯვენა ხელის თითით ზეთს, რომელიც მის მარცხენა ხელისგულზეა, შვიდგზის უფლის წინაშე.
და ზეთისა მისგან დაასხას მღდელმან ჴელსა მღდელისა მის მარცხენისა და აპკუროს მღდელმან მან თითითა მარჯვენითა ზეთისა მისგან, რომელ იყოს ჴელსა მისსა მარცხენესა, შჳდგზის წინაშე ღმრთისა.

28. სცხებს მღვდელი ზეთს, რომელიც მის ხელისგულზეა, გასაწმიდავებელს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელის ცერზე და მარჯვენა ფეხის ცერზე, სადაც დანაშაულის გამოსასყიდის სისხლია.
და დაასხას მღდელმან მან ზეთისა მისგანი, რომელ იყოს ჴელსა მას მისსა მარცხენესა, ყურისა ძირსა მის განწმედილისასა მარჯუენესა და მწუერვალთა ჴელისა მისისა მარჯუენისათა და მწუერვალთა ფერჴისა მისისა მარჯუენისათა ადგილსა მას სისხლისასა, რომელ-იგი არნ ბრალისაჲ მის.

29. ხელისგულზე დარჩენილ ზეთს მღვდელი სცხებს თავზე გასაწმიდავებელს, რომ შეუნდოს მას უფლის წინაშე.
ხოლო ნეშტი იგი ზეთისაჲ მის, რომელ-იგი იყოს ჴელსა მის მღდელისასა, დაასხას თავსა ზედა მის განწმედილისასა, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა.

30. გაამზადებს ერთ-ერთ გვრიტს ან მტრედის ხუნდს, რაზეც ხელი მიუწვდება.
და ყოს ერთი იგი გურიტთაგანი, ანუ ერთი იგი ტრედისა მართუეთაგანი, რაჲცა-იგი პოვა ჴელმან მისმან,

... და კიდევ 27 მუხლი