1. მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ბავშვები აიკუწებიან და მათი ორსულნი გაიფატრებიან.
უჩინო იქმნეს სამარია, რამეთუ წინააღმდგომ იქმნა ღმრთისა მიმართ მისისა, მახჳლისა მიერ დაეცნენ, და მძუძებანი მათნი უჩინო იქმნენ და მუცელქმნულნი მათნი განიბძარნენ.
2. მოიქეც, ისრაელ, უფლისკენ, შენი ღვთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.
მოიქეც, ისრაჱლ, უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მით, რამეთუ მოუძლურდი უსამართლოებათა მიერ შენთა.
3. შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით, სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად.
მიიხუენით თავთა თქუენთა თანა სიტყუანი, და მოიქეცით უფლისა მიმართ, არქუთ მას: ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა, რამეთუ არა მიიღოთ სიცრუე, და მოიღოთ კეთილი, და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთა და განშუენდენ კეთილითა გულნი თქუენნი.
4. ვეღარ გვიხსნის-თქო აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ-თქო ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი.
ასურ ვერ მიჴსნეს ჩუენ, ცხენთა არა ავსხდეთ, არღარა ვთქუათ: ღმერთნი ჩვენნი ქმნილნი ჴელთაგან კაცთაჲსა, რომელი არს შენ შორის, ობოლი შეიწყალოს,
5. განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.
და განვკურნო საყოფელი მათი და შევიყუარნე იგინი ერთბამად, რამეთუ მოიქცა გულისწყრომა ჩემი მათგან.
6. ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.
ვეყო, ვითარცა ცუარი ისრაჱლსა, აყუავნეს, ვითარცა შროშანი. დ, განიბნეს ძრნი მისნი, ვითარცა ლიგანმან.
7. განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი.
ვიდოდინ რტონი მისნი, და იყოს, ვითარცა ზეთისხე ნაყოფიერი, და საყნოსი მისი, ვითარცა გუნდრუკი.
8. დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს.
მოიქცენ და დასხდენ საფარველსა ქუეშე მისსა. ცოცხალ იყუნენ და განმტკიცნენ იფქლითა, და აღყუავნეს, ვითარცა ვენაჴი, საჴსენებელი მისი, ვითარცა ღჳნოჲ ლიბანისაჲ.
9. რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი.
ეფრემსა - რაჲ არს მისი და კერპთაჲ? მე დავამდაბლე იგი და განვაძლიერო იგი. მე, ვითარცა ნაძჳ შროშანი ამაღლებული. ჩემგან ნაყოფი შენი იპოოს.
10. ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.
ვინ არს ბრძენ და გულისხმა-ყუნეს ესენი? გულისხმიერ და ცნეს ესენი მით? რამეთუ წრფელ არიან გზანი უფლისანი და მართალნი ვიდოდიან მათ ზედა, ხოლო უთნონი მოუძლურდენ მათ ზედა.