იობი 25

1. მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:

2. ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში.
რაჲმე უკუე აწ წინასწარ იგავ, ანუ შიში მის მიერ სამე, რომელმან ქმნა ყოვლითურთ ყოველი მაღალთა შინა?

3. თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?
ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ დროებაჲ არს განსაცდელთაჲ? ვიეთ ზედამე არა მოიწევის მზირი ეგევითარი მის მიერ?

4. რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
ვითარმე უკუე იყოს მართალ კაცი წინაშე უფლისა? ანუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ნაშობმან დედათამან?

5. აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!
უკუეთუ მთოვარესა უბრძანოს და არა გამობრწყინდეს, ვარსკულავნი არავე წმიდა არიან მის წინაშე.

6. მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!
აცადე, კაცი ხენეში და ძე კაცისაჲ მატლი.