ეპისტოლე იერემიასი 1

1. ღვთის წინაშე რომ ჩაიდინეთ, იმ ცოდვების გამო იქნებით წაყვანილი ტყვეებად ბაბილონში.
ცოდვათათჳს, რომელ სცოდენით წინაშე ღმრთისა; წარხუედით ბაბილონად ტყუენი ნაბუქოდონოსორის მიერ, მეფისა ბაბილონისა.

2. ბაბილონში რომ მიხვალთ, მრავალ წელიწადს, დიდხანს დაჰყოფთ იქ, მეშვიდე თაობამდე, ხოლო ამის შემდეგ გამოგიყვანთ იქიდან მშვიდობით.
ხოლო შესრულნი ბაბილონად იყვნეთ მუნ წელთა მრავალთა და ჟამსა გრძელსა, ვიდრე ნათესავთამდე შჳდთა, ხოლო შემდგომად ამისსა გამოგიყვანნე თქუენ მერმე მიერ მშჳდობით.

3. ახლა კი, ბაბილონში იხილავთ ოქროს, ვერცხლისა და ხის ღმერთებს, რომლებსაც მხრებით დაატარებს ხალხი და რომლებიც შიშისზარს სცემენ წარმართებს.
ხოლო აწ იხილნეთ ბაბილონსა შინა ღმერთნი ოქრთანნი და ვეცხლოანნი, ქუეყანისანი და ძელოანნი, მჴართა ზედა აღებულნი, მჩუენებელნი შიშსა წარმართთათჳს.

4. ფრთხილად იყავით, თქვენც არ დაემსგავსოთ უცხოელებს და მათმა შიშმა არ შეგიპყროთ, როცა დაინახავთ მათ წინ და უკან მოთაყვანე ბრბოს.
ეკრძალენით უკუე, ნუსადა თქუენცა, მსგავსებულნი უცხოთესლთანი, შეშინდეთ მათგან და შიშმან შეგიპყრნეს თქუენ მათმან.

5. არამედ თქვით გულში: შენი თაყვანისცემა გვმართებს, უფალო.
იხილოთ რაჲ ერი წინაშე მათსა და უკუანა თაყუანისმცემელად მათდა, თქუთ: უკუე გაგონებითა შენდა ჯერ-არს თაყუანის-ცემად, მეუფეო,

6. რადგან თქვენთან არის ჩემი ანგელოზი და ის იფარავს თქვენს სულებს.
რამეთუ ანგელოზი ჩემი თქუენ თანა არს, მან გამოიძინეს სულნი თქუენნი.

7. მათი ენა ხომ ხელოსნის ხელითაა გამოთლილი, თავად კი ოქროთი და ვერცხლით არიან დაფერილი, მაგრამ ცრუნი არიან და ლაპარაკი არ შეუძლიათ.
რამეთუ ენაჲ მათი არს გამოხუეწილ ხუროსა მიერ და იგინი გარემოოქრვილ და გარემოვეცხლულ, ნაცილ არიან და ვერ უძლავს ჴმა-ყოფად.

8. თითქოს სამკაულის მოყვარული ქალწულები იყვნენ, ისე უმკობენ თავს ოქროსგან ნაკეთები გვირგვინებით თავიანთ ღმერთებს.
და ვითარ ქალწული მკობისმოყუარე მიიღებნ ოქროსა, შეუმზადებნ

9. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ ქურუმები თავიანთ ღმერთებს ჩუმად ჰპარავენ ოქრო-ვერცხლს და საკუთარი საჭიროებისთვის იყენებენ, ან მეძავებს ახარჯავენ საროსკიპოებში.
გჳრგჳნსა თავსა ზედა ღმერთთა მათთასა, არს ოდეს და მიმხუეჭელნიცა მღდელნი ღმერთთაგან მათთა ოქროჲსა და ვეცხლისანი, თავთა თჳსთათჳს წარაგებენ.

10. ადამიანებივით ამკობენ სამოსელით ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს, რომელთაც ჟანგისა და ჩრჩილისგანაც კი ვერ დაუცავთ თავი.
ხოლო მისცემენ მათგან და სართულისშინათაცა მეძავთა, ხოლო შეამკობენ მათ, ვითარცა კაცთა, შესამოსლებითა ღმერთთა ოქროჲსათა და ღმერთთა ვეცხლისათა და ძელისათა.

11. ძოწეულის მოსასხამი მოსავთ, პირისახიდან მოწმენდილი აქვთ მტვერი, რომელიც უხვად ედებათ საკერპოებში;
ხოლო ესენი ვერ განერებიან დაგესლებისაგან და შეჭმისა.

12. ხელთ კვერთხი უპყრია ქვეყნის მსაჯულივით, მაგრამ თავისი შეურაცხმყოფელის მოსპობა კი არ შეუძლია;
შემოსილნი სამოსლითა პორფირითა განჰჴოცენ პირსა მათსა სახლთაჲსაგან მტუერისა, რომელი მრავალ არს მათ შორის.

13. მარჯვენაში მახვილი უპყრია და ცული, მაგრამ ბრძოლისგან და ავაზაკებისგან თავის დაღწევა არ შეუძლია.
და სკიპტრაჲ აქუს, ვითარცა კაცსა მსაჯულსა სოფლისასა, რომელი მისდამი მცოდველსა ვერ მოჰკლავს.

14. აქედან ჩანს, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი.
ხოლო აქუს ვარზი მარჯუენესა და მახჳლი, გარნა თავსა თჳსსა ბრძოლისა და ავაზაკთაგან ვერ განარინებს, ვინაჲ საცნაურ არიან არა ყოფად ღმერთად.

15. რადგან, როგორც გატეხილი ჭურჭელია გამოუსადეგარი მისი პატრონისთვის, ასევე მათი ღმერთები, საკერპოებში რომ არიან დაყენებული.
ნუუკუე გეშინინყე მათგან, რამეთუ ვითარ ჭურჭელი კეცისაჲ შემუსრვილი უჴმარ იქმნების, ეგევითარნი არიან ღმერთნი მათნი.

16. თვალები მტვერით აქვთ ამოვსებული, შემომსვლელთა ფეხს რომ მოჰყვება;
დამტკიცებულ არიან იგინი სახლთა შინა; თუალნი მათნი სავსე არიან მტუერითა ფერჴებისაგან შემავალთასა.

17. და როგორც მეფის შეურაცხმყოფელს ჩაუკეტავენ კარებს ყოველი მხრიდან სიკვდილმისჯილივით, ასევე მათ საკერპოებს იცავენ ქურუმები კარებებით, ბოქლომებითა და ურდულებით, რომ ავაზაკებმა არ გაძარცვონ.
და ვითარცა შემცოდისა ვისმე მეფისანი, გარემოკრძალულ არიან ეზონი, ვითარცა სიკუდიდ მიმართ მიყვანებადისანი, სახლთა მათთა განამაგრებენ მღდელნი კარებითა და კლიტეებითა და მოქლონებითა, რაჲთა ავაზაკთა მიერ არ წარიტყუენნენ.

18. მათ უფრო მეტად უნთებენ ლამპრებს, ვიდრე თავიანთ თავს, თუმცა არცერთის დანახვა მათ არ ძალუძთ.
სანთელთა წუენ უმრავლესთა ვიდრე თავისა მათისა, რომელ არცა ერთისა შემძლებელ არიან ხილვად, ხოლო არიან ვითარცა დჳრენი სახლისაგანნი.

19. სახლის კოჭებივით არიან; ამბობენ, ამოღებულია მათი გულებიო, თავად მათ და მათ სამოსელს მიწის ჭიები ჭამენ, თავად კი ვერაფერს გრძნობენო.
და გულთა მათთასა იტყჳან ლოშნასა ქუეყანისა ქუეწარმავალთა მიერ შემჭმელთაგან მათთა და შესამოსელთა მათთაჲსა, ხოლო აგრძნობენ არა,

20. მათი პირისახე საკერპოდან ადენილი კვამლით არის გამურული;
დაშავებულნი პირითა მათითა კუამლისაგან სახლისამიერისა,

21. ტანზე და თავზე ღამურები, მერცხლები და სხვა ფრინველები ასხდებიან, ზოგჯერ კი კატებიც.
სხეულსა ზედა მათსა და თავსა ზედა მათსა ფრინველ მღამიობნი, მერცხალნი და ნეშტნი მფრინველნი, ეგრეთვე კუერნანიცა.

22. აქედან გაიგებ, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი.
ვინაჲ ცანთ, რამეთუ არა არიან დმერთნი, ნუუკუე ეშიშვით მათ?

23. ხოლო ოქრო, რომლითაც ისინი სილამაზისთვის არიან დაფარულნი, არ ბრწყინავს, თუ ვინმემ ჟანგისგან არ გაწმიდა. როცა ასხამდნენ მათ, ვერაფერს გრძნობდნენ.
რამეთუ ოქროჲ, რომელი გარეაცყე საშუერად, არა თუ ეინმე განჴოცოს გესლისაგან მისისა, ვერ ბზინვიდეს, რამეთუ არცა, ოდეს გამოიდნობვოდეს, აგრძნობდეს.

24. დიდ ფასად არიან ნაყიდნი, სული კი არ უდგათ.
ყოვლითა ფასითა სყიდულ არიან, რომელთა შორის არა არს სული

25. ფეხები არა აქვთ და მხრებით დაატარებენ, საკუთრ უძლურებას ამჟღავნებენ კაცთა წინაშე. შერცხვენილი არიან ისინიც, ვინც მათ ემსახურება, რადგან ძირს თუ დაეცნენ, თავისით ვერ წამოდგებიან.
თჳნიერ ფერჴთასა მჴართა მიერ მოიხუმიან მჩუენებელნი უპატიოებისა თჳსისანი კაცთამი, ხოლო ჰრცხუენისყე და მსახურთაცა მათთა.

26. და თუ ვინმე წამოაყენებს, თავისით ვერ დაიძვრება ადგილიდან; თუ გადახრის ვინმე, თავისით ვეღარ გასწორდება; ძღვენსაც ისე მიართმევენ, როგორც მკვდრებს.
მით, რამეთუ და-თუ-სადა-ვარდენ ქუეყანასა ზედა, ვერ შემძლებელ არიან თავით თჳსით აღდგომად, ვერცა მართლად თუ ვინ დადგნეს იგინი, თავით თჳსით შეიძრნენ, ვერცა და-თუ-სხდენ, აღემართნენ, არამედ, ვითარცა მკუდართა, ძღუენნი დაეგებიან მათ.

27. მათთვის შეწირულ მსხვერპლს ქურუმები ყიდიან და საკუთრად იყენებენ; მათი ცოლები ნაწილს ამარილებენ, არც ღარიბ-ღატაკთ ურიგებენ, არც საპყრებს. მათი მსხვერპლის მიკარებას მირეული და თვეში ჩამდგარი ქალებიც კი ბედავენ.
ხოლო მსხუერპლთა მათთა გამომხუმელნი მღდელნი მათნი შეიჴმარებენ ეგრეთ, და ცოლთაცა მათთა მათგანვე დაიაპოხტიან, არცა გლახაკსა, არცა უძლურსა გარდასცემენ მსხუერპლთაგან მათთა, დაშტანი და მშობიარე შეეხებინ.

28. ამით გეცოდინებათ, რომ ღმერთები არ არიან ისინი, და არ შეგეშინდებათ მათი.
მცნობელთა უკუე ამათგან, ვითარმედ არა არიან ღმერთებ, ნუ გეშინინყე მათგან,

29. რადგან როგორ უნდა იწოდებოდნენ ისინი ღმერთებად, როცა ქალებიც კი სწირავენ მსხვერპლს ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს?
რამეთუ ვინაჲ იწოდნეს ღმრთეებ, სადა დედანი დაუგებენ ღმერთთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ძელისათა?

30. მათ საკერპოებთან ეტლებით მიდიან დახეული კვართებით შემოსილი ქურუმები, თმაწვერმოპარსულნი და თავშიშველნი;
და სახლთა შინა მათთა მღდელნი დასხდებიედ, მქონებელნი შესამოსელთა, დაბძარულთა, და თავთა, და წუერთა, დაყუენილთა, რომელთა თავნი დაუბურველ არიედ.

... და კიდევ 42 მუხლი