I ნეშტთა 25

1. დავითმა და მისმა მხედართმთავრებმა სამსახურისთვის დაანაწილეს ასაფის, ჰემანის და იედუთუნის ძენი, რომელნიც ბობღნებზე, ქნარებსა და წინწილებზე უკრავდნენ. იმათი რიცხვი, ვინც თავიანთ სამსახურის საქმეს ეწეოდნენ, იყო:
და დაადგინნა მეფემან დავით მთავართა ძლიერებისათა საქმესა ზედა ძეთა თანა ასაფისთა ემან და იდითუმ, შემასხმელნი ქნარითა და ებნითა და წინწილითა. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა, მოქმედთა საქმისა მათისთა.

2. ასაფის ძეთაგან: ზაქური, იოსები, ნეთანია, აშარელა - ასაფის ძენი, რომელნიც ასაფის ლოტბარობითა და მეფის ხელმძღვანელობით უკრავდნენ.
ძენი ასაფისნი: ზაქურ და იოსეფ და ნათანა და იესიელ, ძენი ასაფისნი, მახლობელად მეფისა.

3. იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, ესაია, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ - ექვსნი. თავიანთი მამის იედუთუნის ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს.
და იდითუნს და ძენი იდითუნისნი: გოდოლია და სური, და ეიმ და სემეი, და ასაბია და მატათია ექუსნი მამისა მათისა თანა იდითუმისა ქნარითა ცემად, აღსარებად და ქებად უფლისა.

4. ჰემანისგან, ჰემანის ძენი: ბუკიაჰუ, მათანიაჰუ, ყუზიელი, შებუელი, იერიმოთი, ხანანია, ხანანი, ელიათა, გიდალთი, რომამთი-ყეზერი, იაშბეკაშა, მალოთი, ჰოთირი, მახაზიოთი.
და ძენი ემანისნი: ბოკია, და მათთანია, და ოზიელ, და სუბაელ და ერიმუთ ანანია, და ანან და ელია და გედოლათა და რომეთი, ეზერ და სებეკათან, და მელამოთ, და იოთირი და მაზიოთ,

5. ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის მისანი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს თორმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა.
ესე ყოველნი ძენი ემანისნი ქნარითა ცემასა წინაშე მეფისა და სიტყჳთა ღმრთისაჲთა აღმაღლებად რქა. და მისცნა ღმერთმან ემანს ძენი ათხუთმეტნი და სამნი ასულნი,

6. ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.
ესე ყოველნი მამისა მათისა თანა გალობად სახლსა შინა უფლისასა წინწილითა, ნესტჳთა და ებნითა მახლობელად მეფისა, ასაფ და იდითუნ და ემან.

7. უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა.
და იყო რიცხჳ მათი ძმათა მათ სწავლულნი გალობად უფლისა. ყო- ველნი გულისხმისმყოფელნი ორას ოთხმეოცდარვა.

8. სამსახურის რიგზე წილი თანასწორად ყარეს, დიდმა და პატარამ, სწავლულმა და მოსწავლემ.
და განიგდეს ამათაცა წილი დღითიდღედ მსახურებისა მცირისაებრ და დიდისა სრულთა და მოსწავლეთა.

9. პირველი წილი ერგო ასაფს იოსებისთვის, მეორე - გედალიაჰუს; იგი, მისი ძმები და შვილები - თორმეტნი.
და გამოუჴდა წილი პირველი ასაფსა და ძეთა მისთა და ძმათა მისთა. იოსეფ პირველი, გოდოლია მეორე და ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ,

10. მესამე - ზაქურს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მესამე ზაქურ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

11. მეოთხე - იცრის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეოთხე იეზრი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

12. მეხუთე - ნეთანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
და მეხუთე ნათანია და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

13. მეექვსე ბუკიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეექუსე ბოკიას და ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

14. მეშვიდე - იეშარელას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეშჳდე ესოელ, ძენი მისნი და ძმანი მისნი, - ათორმეტ.

15. მეცხრე - მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მერვედ იოსია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ. მეცხრედ მათანი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

16. მეათე - შიმყას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეათედ სემეი, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

17. მეთერთმეტე - ყაზარელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეათერთმეტედ ეზდრიელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

18. მეთორმეტე - ხაშაბიას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეათორმეტედ ასაბია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

19. მეცამეტე - შუბაელს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეათცამეტედ სუბაელ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

20. მეთოთხმეტე - მათითიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეათოთხმეტედ მატთა, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

21. მეთხუთმეტე - იერემოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეათხუთმეტედ იერიმუთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

22. მეთექვსმეტე - ხანანიაჰუს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეათექუსმეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

23. მეჩვიდმეტე - იოშბეკაშას, მისი ძენი და ძმანი- თორმეტნი.
მეათჩჳდმეტედ იეზბაკათან, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

24. მეთვრამეტე - ხანანის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეათურამეტედ ანანია, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

25. მეცხრამეტე - მალოთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეათცხრამეტედ მალეთი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

26. მეოცე - ელიათას, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
მეოცედ ელიათ, ძმანი მისნი და ძენი მისნი - ათორმეტ.

27. ოცდამეერთე - ჰოთირს, მისი ძენი და ძმანი -თორმეტნი.
ოცდამეერთედ იეთირი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

28. ოცდამეორე - გიდალთის, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
ოცდამეორედ გეელოი, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.

29. ოცდამესამე - მახაზიოთს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
ოცდამესამედ მააზოთ, ძმანი მისნი და ძენი მისნი, ათორმეტ.

30. ოცდამეოთხე - რომამთი-ყეზერს, მისი ძენი და ძმანი - თორმეტნი.
ოცდამეოთხედ რომიეთეზე, ძმანი მისნი და ძენი მისნი, - ათორმეტ.