1. ესენი არიან ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,
და ესე არს სახელები ძეთა ისრაჱლისათა: რუბენ, სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, ზაბულონ,
2. დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
დან, იოსებ, ბენიამენ, ნეფთალიმ, გად, ასერ.
3. იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა. ქანაანელი შუაყის ასულისგან მას სამი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი ბოროტი იყო უფლის თვალში, ამიტომ მოაკვდინა იგი.
ძენი იუდასნი: ერ და ავნან, სელომ და სამნი ესე ესხნეს მას სავასგგან, ასულისა ქანანელისა კაცისა. და იყო ერ, პირმშო იგი იუდასი, უკეთური წინაშე უფლისა, და მოაკუდინა იგი უფალმან.
4. თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზარახი. იუდას სულ ხუთი ვაჟი ჰყავდა.
და თამარ, სძალმან მისმან, უშვა ფარეზ და ზარა. ყოველნი ესე ძენი იუდასნი ხუთ.
5. ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.
ძენი ფარეზისნი: ესრომ და ამულ.
6. ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი - ხუთნი.
და ძენი ზარასნი: ზამბრი, და ეთამ, და ემან, და ქალქოლ და დარა, ესე ყოველნი ხუთ.
7. ქარამის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გადეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია.
და ძენი ქარმისნი: აქარ, შემაძრწუნებელი ისრაჱლისა, და რომელმან თუალ-ახუნა შენარჩუენებსა.
8. ეთანის ძე: ყაზარია.
ძე ეთამისი: აზარია.
9. ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინნენ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
და ძენი ესრომისნი, რომელნი ესხნეს მას: ერმეელ და რამ, ქალებ და ჰარამ.
10. რამმა შვა: ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი.
და არამ შვა ამინადაბ, ამინადაბ შვა ნაასონ, მთავარი სახლისა იუდასი.
11. ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი.
და ნაასონ შვა სალმან, და სალმან შვა ბოოს.
12. ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე.
და ბოოს შვა იობედ, იობედ შვა იესე.
13. იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე - აბინადაბი, მესამე - შიმყა,
და იესემ შვა ელიაბედ, პირმშო მისი, ამინადაბ მეორე, საამა მესამე,
14. მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი,
ნათანაელ მეოთხე, რადი მეხუთე,
15. მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი.
ასომ მეექუსე, დავით მეშვიდე
16. მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
და დაჲ მათი, სარუია, და აბიგია. და ძენი სარუისნი: იოაბ, და აბესა, და ასაელ, სამნი ესე.
17. აბიგაელმა შვა ყამასა. ყამასას მამა იეთერი ისმაელიანი იყო.
და აბიგეა შვა ამესია, და მამა ამესიასი იეთერ, ისმაიტელი.
18. ქალებს, ხეცრონის ძეს, ყაზუბასაგან, თავისი ცოლისგან, და იერიყოთისაგან შვილები შეეძინნენ. აჰა, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
და ქალებ, ძემან ესრომისამან, შეირთო გაზუბა დედაკაცი და შვა იერიოთ, და ესე ძენი სამნი: იოასარ, სობაბ და ორნა.
19. მოკვდა ეაზუბა და ქალებმა ეფრათი შეირთო ცოლად. მასთან შეეძინა ხური.
და მოკუდა გაზუბა, და შეირთო ქალებ ეფრათ, და უშვა მას ორ.
20. ხურმა შვა ური, ურმა შვა ბეცალიელი.
და ორ შვა ური. და ური შვა ბესელიელ.
21. მერე ხეცრონი გალაადის მამის ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო. მაშინ იგი სამოცი წლისა იყო. მასთან შეეძინა სეგუბი.
და ამისა შემდგომად შევიდა ესრომ ასულისა მის მაქირისა, მამისა გალაამისა. და ამან შეირთო იგი. და იყო სამეოცისა წლისა და უშვა მას სერგუბ.
22. სეგუბმა შვა იაირი. გალაადის ქვეყანაში მას ოცდასამი ქალაქი ჰქონდა.
და სერგუბ შვა იაირ, და იყუნეს ქალაქნი მისნი ოცდასამ გალაადს.
23. გეშურმა და არამმა წაართვა მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად - სულ სამოცი ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის, მაქირის ძენი არიან.
და დაიპყრეს გესურ და არამ დაბნები იარისი, და კანათი და დაბნები მისი, სამეოცი ქალაქი, ყოველი ძეთა მაქირისთა მამისა გალადისა.
24. მას შემდეგ, რაც ხეცრონი ქალებ-ეფრათში მოკვდა, ხეცრონის ცოლს, აბიას შეეძინა აშხური, თეკოაყის მამა.
და შემდგომად სიკუდილისა ესრომისა მოვიდა ქალებ ეფრათად და უშვა მას ასდოდ, მამა თეკვსისი.
25. ხეცრონის პირმშოს, იერახმეელის ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.
და იყუნეს ძენი იერამელისნი, პირმშოსა ესრომისი: პირმშო რამ და ბაან. და ძენი გესონისნი: ადამა და ესაბამ, და ეთრან, და ქარან. და ძენი ასარისნი: ბალაამ, და აზუკამ, და ოვიკამ, და ოკამ, და არან, და ასომ, ძმა მისი.
26. იერახმეელის სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყაცრა. ის იყო ონამის დედა.
და იყო ცოლი ირამელისი, და სახელი მისი ატარა; ესე არს დედა უონომისი.
27. იერახმეელის პირმშოს, რამის ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი.
და იყუნეს ძენი რამისნი, პირმშოსა იერემელისი: მაას, და იაბინ და აკორ.
28. ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი: ნადაბი და აბიშური.
და იყუნეს ძენი ენომისნი: სამა და იადაე. და ძენი სამაასნი: ნადაბ და აბისურ.
29. აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი.
და სახელი ცოლისა მის აბისურისი აბიქეა, და უშვა მას ზაბარ და მოლიდა.
30. ნედაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა.
და ძენი ნაბადისნი: სალად და აფაიმ. და მოკუდა სალა, და არა ესუა მას შვილი.
... და კიდევ 25 მუხლი