ნეემია 10

1. აჰა, ისინი, ვინც ბეჭდები დაუსვეს: განმგებელი ნეემია, ხაქალიას ძე, და ციდკია,
და ესენი არიან, რომელთა დაბეჭდონ წიგნი ესე სარწმუნოებისა და შენდა მიმართ: ნეემია, ძემან აქალისმან, და სედეკა, ძემან

2. სერაია, ყაზარია, იერემია,
სარეასმან, და აზარია და იერემია,

3. ფაშხური, ამარია, მალქია,
და ფასურ, მიქია,

4. ხადგეში, შებანია, მალუქი,
ატოს, ასაბანია, მალუქ,

5. ხარიმ, მერემოთი, ყობადია,
ემათ, მარამოთ, აბდია,

6. დანიელი, გინთონი, ბარუქი,
დანიელ, კანათონ, ბარუქ,

7. მეშულამი, აბია, მიამინი,
მესულამ, აბია, მიამინ,

8. მაყაზია, ბილგაი, შემაყია - ესენი მღვდლები არიან.
მადია, ბელგეენ, სემეი. ესე ყოველნი არიან მღდელნი

9. ლევიანები: იესო აზანიას ძე, ბინუი-ხენადადის ძეთაგან, კადმიელი;
და ლევიტელნი: ისუ, ძე აზანიასი, ბანია ძეთა მათგან ენადადასთა, კადმელ,

10. მათი ძმები: შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი,
და ძმანი მისნი: ზებანია, ოდოია, კალიტან, ფელია, ამაან,

11. მიქა, რეხობი, ხაშაბია,
მიქაან, რობა, სებია,

12. ზაქური, შერებია, შებანია,
ზაქორ, ზარაბია, სებანია,

13. ჰოდია, ბანი, ბენინუ,
ლოდუა, ბანუნიას.

14. ხალხის თავკაცები: ფარყოში, ფახათი, მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი,
მთავარნი ერისანი: ფოროს, ფაათ, მოაბ, ელაამ, ზათონია.

15. ბუნი, ყაზგადი, ბებაი,
ძენი ბანესნი: აზურათ, ბეგაია,

16. ადონია, ბიგვაი, ყადინი,
ადონია, ბაგოვ, ეგინ,

17. აცერი, ხიზკია, ყაზური,
ატერ, ეზეკია, აზორ, ადოვია,

18. ჰოდია, ხაშუმი, ბეცაია,
აიდა, ასამ, ბესეია,

19. ხარიფი, ყანათოთი, ნებაი,
არიფ, ანათოთ, ნოვრა,

20. მაგფიყასი, მეშულამი, ხეზირი,
მაგაფელ, მესულამ, ეზირმე,

21. მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი,
ნოზაბელ, სადუკ, ედუქ,

22. ფელატია, ხანანი, ყანაია,
ფალტა, ანან, ანანია,

23. ოსია, ხანანია, ხაშუბი,
ოსეე, ანანიას, ასუფ,

24. ჰალოხეში, ფილხა, შობეკი,
აპოეს, პილა, სოფეკ,

25. რეხუმი, ხაშაბანა, მაყასეია,
ჰრეუმ, ესაბანან, მალუვა,

26. ახია, ხანანი, ყანანი,
აია, ენან, ონან,

27. მალუქი, ხარიმი, ბაყანა.
მალუს, ჰრეუმ, ბანა.

28. დანარჩენი ხალხი - მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, შეწირულნი, უცხო ქვეყანთა ხალხს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, ვაჟები, ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,
და სხუანიცა ნეშტნი ერისანი მღდელნი და ლევიტელნი, მეკარენი, მგალობელნი, ნათანელნი და ყოველი ერი ესე ჩუენი, რომელთა გვესმის სჯული უფლისა ღმრთისა ჩუენისა, დავსდებთ წამებასა დღეს შენ წინაშე, მამანი და დედანი, ძენი და ასულნი მათნი.

29. შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ წარჩინებულებს, და შეჰფიცეს და ფიცით აღთქმა დადეს, რომ მოსეს, ღვთის მორჩილის ხელით მოცემულ ღვთის რჯულს დაიცავდნენ და შეასრულებდნენ უფლის, ჩვენი პატრონის, ყველა მცნებას, მის სამართალს და წესებს,
და რომელნი-იგი ერთკერძო გარდაჴდეს სჯულსა შენსა, ფიცით დავამტკიცებთ დღეს შენ წინაშე: იყავნ იგი შეჩუენებულ და დაწყეულ, რომელთა დაიმარხონ შჯული შენი, რომელ-იგი მოგუეც ჴელითა მონისა შენისა მოსესითა, არამედ ყოველთა ნებითა ჩუენითა დავიმახროთ, და ვყოთ ყოველივე ნება უფლისა ღმრთისა და განკითხვანი მისნი და ბრძანებანი

30. რომ ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს არ გავატანდით, და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ვაჟებს.
არა მივსცნეთ ასულნი ჩუენნი ერსა უცხოსა და ასულნი წარმართთანი არა მოვგუარნეთ ძეთა ჩუენთა.

... და კიდევ 9 მუხლი