1. აჰა, ერთი მხარის მცხოვრებნი, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში,
და ესე არიან ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან, რომელნი გამოვიდოდეს ტყუეობისაგან, რომელი წარტყუევნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონად, რომელნი მიაქცია კჳროს ბაბილოვნით იერუსალჱმდ ჰურიასტანად, კაცნი თჳთეულად ქალაქსა თჳსსა,
2. ისინი, რომლებიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყელაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან, ბაყანასთან ერთად. აჰა, ისრაელის ერის მამაკაცთა რიცხვი:
რომელნი გამოსულ იყუნეს ზურობაბელის თანა: ისუ, ნეემია, სარეა, ჰრეილიას, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა. ესე არს რიცხჳ კრებულის მის ძეთა ისრაჱლისა.
3. ფარყოშიანები ორი ათას ასსამოცდათორმეტი,
ძენი ფორსისნი ორ ათას ასსამეოცდაათორმეტ.
4. შეფატიანები სამას სამოცდათორმეტი,
ძენი საფატისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ.
5. არახიანები შვიდას სამოცდათხუთმეტი,
ძენი არისისნი შჳდასსამეოცდაათექუსმეტ.
6. ფახათ-მოაბიანები იესოიანთაგან და იოაბიანთაგან ორი ათას რვაასთორმეტი,
ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისნი, და ძეთა ისუთა, და აროაბისთა, ორ ათას რვაასდაათორმეტ.
7. ყელამიანები ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
ძენი ელმოსნი ორ ათას ორასერგასისდაოთხ.
8. ზათუიანები ცხრაას ორმოცდახუთი,
ძენი ზატუნასნი ცხრასასოცდახუთ.
9. ზაქაიანები შვიდას სამოცი,
ძენი ქორებისნი შჳდასერგასის.
10. ბანიანები ექვსას ორმოცდაორი,
ძენი ბანესნი ათას ორმეოცდარვა.
11. ბებაიანები ექვსას ოცდასამი,
ძენი ბებენისნი რვაასოცდასამ.
12. ყაზგადიანები ათას ორას ოცდაორი,
ძენი არგესნი ათას სამასოცდაორ.
13. ადონიკამიანები ექვსას სამოცდაექვსი,
ძენი ადონივამისნი რვაასსამეოცდაათშჳდმეტ.
14. ბიგვაიანები ორი ათას ორმოცდათექვსმეტი,
ძენი ბოსორისნი ორ ათას რვაასდაექუს.
15. ყადიანები ოთხას ორმოცდათოთხმეტი,
ძენი ადდლნასნი ოთხასერგასისდაოთხ.
16. ხიზკიანთ ატერიანები ოთხმოცდათვრამეტი,
ძენი აზერ ეზეკიასნი ოთხმეოცდათექუსმეტ.
17. ბეცაიანები სამას ოცდასამი,
ძენი ბესიასნი სამასოცდახუთ.
18. იორაიანები ასთორმეტი,
ძენი იარასნი ასდაათორმეტ.
19. ხაშუმიანები ორას ოცდასამი,
ძენი ასუმისნი ორასოცდასამ.
20. გიბარიანები ოთხმოცდათხუთმეტი,
ძენი გაბერისნი ოთხმეოცდაათხუთმეტ.
21. ბეთლემიანები ასოცდასამი,
ძენი ბეთლემისნი ასოცდასამ.
22. ნეტოფას ხალხი ორმოცდათექვსმეტი,
ძენი ნოტოფისნი ერგასისდაექუს.
23. ყანათოთის ხალხი ასოცდარვა,
ძენი ანთოეთისნი ასოცდარვა.
24. ყაზმავეთის ხალხი ორმოცდაორი,
ძენი ისემოთისნი ორმეოცდაორ.
25. კირიათ-ყარიმელები, ქეფირელები, ბეეროთელები შვიდას ორმოცდასამი,
ძენი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ, შჳდასორმოცდასამ.
26. რამელები და გაბაყელები ექვსას ოცდაერთი,
ძენი რასამისნი და გებასნი ათას ოცდაერთ.
27. მიქმასის ხალხი ასოცდაორი,
ძენი მაქამისნი ასოცდაორ
28. ბეთელისა და ჰაგაის ხალხი ორას ოცდასამი,
ძენი ბეთელისნი და იედეასნი ოთხასოცდასამ.
29. ნებოელები ორმოცდათორმეტი,
ძენი ნაბუისნი ერგასისდაორ.
30. მაგბიშელები ასორმოცდათექვსმეტი,
ძენი მაგებისნი ასერგასისდაექუს.
... და კიდევ 40 მუხლი