I მეფეთა 8:19 — არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას,
I მეფეთა 8:20 — ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან. ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენი გულისთვის იბრძოლებს.
იობი 20:4-29 — ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა ქვეყანაზე:
იობი 21:11-15 — ცხვრებივით გარეკავენ თავიანთ ბავშვებს და კუნტრუშობენ მათი შვილები;
ფსალმუნნი 48:16-18 — ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.
ესავი დაბ 25:30-34; ებრ 12:16
დაბადება 25:30-34 — უთხრა ესავმა იაკობს: შემახვრეპინე წითელი, ეგ წითელი, რადგან დაღლილი ვარ. ამიტომაც ეწოდა სახელად ედომი (წითური).
ებრაელთა მიმართ 12:16 — რათა არ იყოს თქვენს შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.
იაკობი დაბ 25:31-34; 27:36; 30:37-43
დაბადება 25:31-34 — უთხრა იაკობმა: ახლავე მომყიდე შენი პირმშოება.
დაბადება 27:36 — თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?
დაბადება 30:37-43 — აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა.
იუდა დაბ 37:26,27
დაბადება 37:26 — უთხრა იუდამ ძმებს: რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და მისი სისხლის დაფარვა?
დაბადება 37:27 — მოდი, მივყიდოთ ისმაელიანებს; ხელს ნუ ვახლებთ, რადგან ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. დაუჯერეს ძმებმა.
ისრაელიანები რიც 11:33,34; ფსა 78:18,29-31
რიცხვნი 11:33 — ჯერაც კბილებში ჰქონდათ ხორცი, შეჭმა ვერ მოასწრეს, რომ აღინთო უფლის რისხვა ხალხზე და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს.
რიცხვნი 11:34 — დაერქვა სახელად ამ ადგილს კიბროთ-ჰათაავა (სიხარბის სამარხები), რადგან აქ დამარხეს დახარბებული ხალხი.
ფსალმუნნი 77:18 — ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.
ფსალმუნნი 77:29-31 — ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.