ჭეშმარიტი სიმდიდრე — ეფე 3:8; I კორ 1:30; კოლ 2:3; I პეტ 2:7.
ეფესელთა მიმართ 3:8 — მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,
I კორინთელთა მიმართ 1:30 — მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.
კოლასელთა მიმართ 2:3 — რომელშიაც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის მთელი საუნჯე.
I პეტრესი 2:7 — ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოს...
ღმერთი აძლევს — I მეფ 2:7; ეკლ 5:19.
I მეფეთა 2:7 — უფალი აღატაკებს და ამდიდრებს; დაამდაბლებს და აღამაღლებს.
ეკლესიასტე 5:19 — და რაკი ბევრს ვეღარაფერს გაიხსენებს კაცი თავის სიცოცხლეში, ღმერთი მისცემს მას გულის სიხარულს.
ღმერთს ეკუთვნის ეს სოფელის სიმდიდრე — ანგ 2:8.
ანგია 2:8 — ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, ამბობს ცაბაოთ უფალი.
ღმერთი მის მოსაპოვებლად ძალას აძლევს — მრჟ 8:18.
მეორე რჯული 8:18 — გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას, რომ დღევანდელივით შეასრულოს აღთქმა, რომელიც ფიცით დაუდო შენს მამა-პაპას.
უფალის კურთხევა მოაქვს — იგა 10:22.
იგავნი სოლომონისა 10:22 — უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.