დაბადება 33:11 — მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო.
დაბადება 49:24-26 — შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.
ფსალმუნნი 126:1 — გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
ფსალმუნნი 127:1 — გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
ფსალმუნნი 127:2 — შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!
დანიშნულება ეკლ 7:14
ეკლესიასტე 7:14 — კეთილდღეობისას იბედნიერე, ძნელბედობისას ფრთხილად მოიქეც! ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა ერთმანეთის საპირისპიროდ, რათა კაცმა მის უკან ვერაფერი შეიცნოს.
მეორე რჯული 8:10-18 — შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.
მეორე რჯული 31:20 — როცა მივიყვან მათი მამა-პაპისთვის აღთქმულ მიწაზე, სადაც ღვარად დის ზეთი და თაფლი, ჭამით გაძღებიან და გასუქდებიან, მაშინ უცხო ღმერთებისკენ მიბრუნდებიან...
მეორე რჯული 32:15 — გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.
იერემია 5:7 — როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.
ოსია 13:6 — როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.
ბოროტი ეფექტები ოსი 4:7
ოსია 4:7 — რაც უფრო მრავლდებიან, მით უფრო სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად შევცვლი.
სიამაყე II ნეშ 32:25
II ნეშტთა 32:25 — არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე.