იგავნი სოლომონისა 17:22 — მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
ესაია 1:6 — ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.
ესაია 38:21 — თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადეთ და მორჩება.
იერემია 8:22 — ნუთუ აღარ არის ბალსამონი გალაადში? ნუთუ აღარ არის იქ მკურნალი? რატომ არ უხორცდება ჭრილობა ჩემს ასულს, ჩემს ერს?
იერემია 30:13 — არავის გეყოლება განმკითხველი, არავინ მოგივა ჭრილობის შესახვევად.