ზოგადი მუხლები II ნეშ 16:12; მათე 9:12; მარ 5:26; ლუკა 8:43
II ნეშტთა 16:12 — თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.
სახარება მათესაგან 9:12 — ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.
სახარება მარკოზისაგან 5:26 — ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -
სახარება ლუკასაგან 8:43 — ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა,
იგავები მის შესახებ მარ 2:17; ლუკა 4:23
სახარება მარკოზისაგან 2:17 — ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
სახარება ლუკასაგან 4:23 — და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.
ლუკა, ექიმი კოლ 4:14
კოლასელთა მიმართ 4:14 — მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი.
მეტაფორული იობ 13:4; იერ 8:22; ლუკა 5:31
იობი 13:4 — თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.
იერემია 8:22 — ნუთუ აღარ არის ბალსამონი გალაადში? ნუთუ აღარ არის იქ მკურნალი? რატომ არ უხორცდება ჭრილობა ჩემს ასულს, ჩემს ერს?
სახარება ლუკასაგან 5:31 — მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.