ტიტეს მიმართ 2:4 — რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი,
იყოს ერთგული მათს. — I კორ 7:3-5,10.
I კორინთელთა მიმართ 7:3-5 — ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.
I კორინთელთა მიმართ 7:10 — ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს.
იყოს ქვეშევრდომი მათს. — დაბ 3:16; ეფე 5:22,24; I პეტ 3:1.
დაბადება 3:16 — დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
ეფესელთა მიმართ 5:22 — ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
ეფესელთა მიმართ 5:24 — მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
I პეტრესი 3:1 — ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,
დაემორჩილეს მათ. — I კორ 14:34; ტიტ 2:5.
I კორინთელთა მიმართ 14:34 — ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.
ტიტეს მიმართ 2:5 — კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.