მეორე რჯული 32:10 — იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით.
იესოს განსაცდელი მათე 4:1; მარ 1:12,13; ლუკა 4:1
სახარება მათესაგან 4:1 — მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად.
სახარება მარკოზისაგან 1:12 — და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში.
სახარება მარკოზისაგან 1:13 — ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.
სახარება ლუკასაგან 4:1 — სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
აპოკრიფი - მე მაკაბელთა 1:39, მე მაკაბელთა 3:45
I მაკაბელთა 1:39 — გავერანდა მისი საწმიდარი, როგორც უდაბნო; მისი დღესასწაულები გლოვად შეიცვალა, მისი შაბათები - ძაძებად, დიდება მისი - სირცხვილად.
I მაკაბელთა 3:45 — იერუსალიმი კი უკაცრიელი იყო როგორც უდაბნო; აღარ იყო მიმსვლელ-მომსვლელი მის მკვიდრთაგან; საწმიდარი გათელილი იყო, ციხე-სიმაგრე უცხოთესლს ეჭირა, წარმართთ...
აპოკრიფი - სიბრძნე სოლომონისა 11:2
სიბრძნე სოლომონისა 11:2 — გადალახეს უდაბნო უკაცური და უვალ ადგილებში კარვები აღმართეს,