სახარება მათესაგან 16:2 — ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი იქნება, ვინაიდან ცა წითელია.
სახარება მათესაგან 16:3 — დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ.
ნათქვამი შესახებ იობ 37:9,17,22
იობი 37:9 — სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;
იობი 37:17 — თუ იცი, რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა მყუდროვდება ქვეყანა სამხრეთის ქარში?
იობი 37:22 — ჩრდილოეთიდან მოდის ნათება, საშინელია ღვთის ირგვლივ ბრწყინვალება!