დაბადება 29:15-30 — უთხრა ლაბანმა იაკობს: ჩემი სახლიკაცი რომ ხარ, უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე ქირად?
დაბადება 30:28-34 — უთხრა: მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ.
დაბადება 31:7 — მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.
დაბადება 31:41 — ასე გავატარე ოცი წელიწადი შენს სახლში; თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, კიდევ ექვსი წელი შენი ფარისთვის. შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელ...
იგავი შესახებ მათე 20:1-15
სახარება მათესაგან 20:1-15 — ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები.
კლასიფიცირებული წერილები მიმართული ლევ 19:13; მრჟ 24:14,15; 25:4; იერ 22:13; ანგ 1:6; მალ 3:5; მათე 10:10; ლუკა 3:14; 10:7; რომ 4:4; 6:23; კოლ 4:1; იაკ 5:4
ლევიანნი 19:13 — ნუ შეავიწროებ შენს თვისტომს, და ნუ გაძარცვავ; ნუ დაიტოვებ დილამდე ქირის კაცის გასამრჯელოს.
მეორე რჯული 24:14 — ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური.
მეორე რჯული 24:15 — თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.
მეორე რჯული 25:4 — ნუ აუკრავ პირს ხარს ლეწვის დროს.
იერემია 22:13 — ვაი იმას, ვინც უსამართლობით იშენებს სახლს და უკანონოდ - ზემოთვალებს; ვინც მუქთად ამუშავებს თავის ახლობელს და გასამრჯელოს არ აძლევს!