II მეფეთა 15:1-12 — ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი და ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
ადონიას III მეფ 1:5-9
III მეფეთა 1:5-9 — გამედიდურდა ადონია, ხაგითის შვილი, და ასე ამბობდა: მე უნდა ვიმეფო! გაიჩინა ეტლი და მხედრები, და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
ბააშას III მეფ 15:27,28
III მეფეთა 15:27 — შეთქმულება მოუწყო მას ბაყაშა ახიას ძემ, ისაქარელმა, და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმის გიბეთონში, როცა ნადაბი და მთელი ისრაელი გიბეთონს ედგნენ ალყად.
III მეფეთა 15:28 — მოკლა იგი ბაყაშამ იუდას მეფის, ასას, მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
ზიმრის III მეფ 16:9,10
III მეფეთა 16:9 — მოუწყო შეთქმულება მისმა მსახურმა ზიმრიმ, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაურმა. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის, არცას სახლში,
III მეფეთა 16:10 — როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
იეჰუს მიერ IV მეფ 9:11-37
IV მეფეთა 9:11-37 — გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მორჩილებთან და უთხრეს: ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი? მიუგო: თქვენ იცით მაგ კაციც და მისი ნალაპარაკევიც.