ზოგადი მუხლები რომ 12:10; 15:1-3; I კორ 9:19-23; 10:24,33; 13:4,5; II კორ 5:14,15; 8:9; ფილ 2:3,4; იაკ 2:8
- რომაელთა მიმართ 12:10 — ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.
- რომაელთა მიმართ 15:1-3 — ჩვენ კი, ძლიერნი, მოვალენი ვართ ვიტვირთოთ უძლურთა უმწეობა და არ ვეძებოთ ჩვენი სიამე.
- I კორინთელთა მიმართ 9:19-23 — რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.
- I კორინთელთა მიმართ 10:24 — ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს.
- I კორინთელთა მიმართ 10:33 — ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.
აბრაამი დაბ 13:9; 14:23,24
- დაბადება 13:9 — განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.
- დაბადება 14:23 — თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.
- დაბადება 14:24 — გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი წილი.
სოდომის მეფე დაბ 14:21
- დაბადება 14:21 — უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.
ხეთის შვილები დაბ 23:6,11
- დაბადება 23:6 — მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენს შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი ...
- დაბადება 23:11 — არა, ბატონო, მომისმინე: მინდორიც მომიცია და მღვიმეც, იქ რომ არის; ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია; დამარხე შენი მკვდარი.
იუდა დაბ 44:33,34
- დაბადება 44:33 — ახლა, დარჩეს შენი მორჩილი შენს მონად ამ ყმაწვილის სანაცვლოდ, ყმაწვილი კი თავის ძმებს წაჰყვეს.
- დაბადება 44:34 — როგორ მივიდე მამაჩემთან, თუ ყმაწვილი ჩემთან არ იქნება? ნუმც შევსწრებივარ უბედურებას, რაც მამაჩემს დაატყდება თავს!
... და კიდევ 15 ქვეთემა
დაკავშირებული თემები
სულგრძელობა თანაზიარობა ძმობა ეგოიზმი