მართლებრივნი ფსა 133:1; ესა 52:8; მათე 23:8; საქ 4:32; რომ 12:16; 14:19; 15:5,6; I კორ 1:10; II კორ 13:11; ეფე 4:3; ფილ 1:27; 2:2; 3:16,17; I პეტ 3:8
ფსალმუნნი 132:1 — გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!
ესაია 52:8 — აჰა, გაისმა ხმა შენი დარაჯების! ერთად აუწიეს სმას და ყიჟინებენ, რადგან თვალდათვალ ხედავენ, რომ ბრუნდება სიონზე უფალი.
სახარება მათესაგან 23:8 — თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.
მოციქულთა საქმენი 4:32 — ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
რომაელთა მიმართ 12:16 — ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.