IV მეფეთა 10:1 — სამოცდაათი შვილი ჰყავდა აქაბს სამარიაში. დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებს და აქაბის გამზრდელებს; წერდა:
მოციქულთა საქმენი 22:3 — მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე...
გალატელთა მიმართ 4:1 — ამასაც ვიტყვი: ვიდრე მემკვიდრე ყრმაა, არაფრით არ განირჩევა მონისაგან, თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია.
გალატელთა მიმართ 4:2 — არამედ, მამის მიერ მიჩენილ დრომდე, მზრუნველებსა და მეურვეებს ემორჩილება.