იესო ნავეს ძე 23:13 — იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდები...
იობი 18:10 — იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;
იერემია 5:26 — რადგან იპოვებიან ჩემს ერში ბოროტეულნი, რომელნიც ჩასაფრებულან ფრინველთმჭერებივით, დაუდგამთ ხაფანგები და ადამიანებს იჭერენ.