ამოსი 1:3 — სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს.
ცხენებისა და ხარების ფეხით — ესა 28:28; ოსი 10:11; II მეფ 24:22.
ესაია 28:28 — პური ილეწება, მაგრამ ბოლომდე არ ინაყება; გრიალებენ ურმის ბორბალი და ცხენები, მაგრამ არ ნაყავენ მას.
ოსია 10:11 — გაწვრთნილი ხბოა ეფრემი, ლეწვას შეჩვეული; მე თავად გადავივლი მის სქელ ქედზე და გავხედნი ეფრემს; იუდა შეუდგება ხვნას, იაკობი კი დაუფარცხავს.
II მეფეთა 24:22 — უთხრა ორნამ დავითს: აიღოს და აღავლინოს მეფე-ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენად, აჰა, კევრი და ხარის უღელი შეშად.