გამოსვლა 31:3 — და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
გამოსვლა 31:6 — აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე.
გამოსვლა 31:10 — საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი,
გამოსვლა 39:1 — ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა ...