იობი 21:15 — რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?
იობი 22:17 — ღმერთს ეუბნებოდნენ: გაგვეცალე! რას გვარგებსო ყოვლადძლიერი?
ფსალმუნნი 13:1 — ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
ფსალმუნნი 52:1 — გუნდის ლოტბარს, მახალათის საკრავზე, მოძღვრება დავითისა.
სოფონია 1:12 — მაშინ იქნება, რომ ლამპარით მოვათვალიერებ იერუსალიმს და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდს...
ფარაონი გამ 5:2
გამოსვლა 5:2 — უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.
თომასი იოა 20:25-28
სახარება იოანესაგან 20:25-28 — დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს...