დაბადება 4:4 — აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.
დაბადება 4:7 — თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე...
ცოდვებისთვის უმეცრებას. — ლევ 4:2,13,22,27.
ლევიანნი 4:2 — ასე უთხარი ისრაელიანებს: თუ ვინმე უნებურად შესცოდავს და დაარღვევს უფლის მცნებებს, აკრძალულს რასმე ჩაიდენს,
ლევიანნი 4:13 — თუ მთელმა ისრაელის საზოგადოებამ შესცოდა უნებურად და ეს საქმე დაიფარება კრებულის თვალთაგან, უფლისაგან აკრძალულს გააკეთებენ და დააშავებენ,
ლევიანნი 4:22 — თუ თავკაცი ვინმე შესცოდავს - უფლის, თავისი ღვთის აკრძალულს რასმე ჩაიდენს უნებურად და დააშავებს,
ლევიანნი 4:27 — თუ ვინმე უბრალო ხალხიდან უნებურად შესცოდავს, უფლისგან აკრძალულს რასმე ჩაიდენს და დააშავებს,
მღვდლთა მიძღვნისას — გამ 29:10,14; ლევ 8:14.
გამოსვლა 29:10 — მიიყვანე კურატი სადღესასწაულო კარვის წინ და თავზე დაადონ ხელები კურატს აარონმა და მისმა შვილებმა.
გამოსვლა 29:14 — კურატის ხორცი, მისი ტყავი და განავალი ცეცხლში დაწვი ბანაკის გარეთ, რადგან ცოდვის მსხვერპლია ეს.
ლევიანნი 8:14 — მოიყვანა ცოდვის გამოსასყიდი ხბო და დაასხეს თავზე ხელი აარონმა და მისმა შვილებმა ცოდვის გამოსასყიდ ხბოს.
- ლევიანების მიძღვნა. — რიც 8:8.
რიცხვნი 8:8 — აიყვანონ კურატი და მისი ძღვენი: შესაწირავი - ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილი და მეორე კურატი ცოდვისათვის.
- ნაზირევთელა ვადის გასვლას აღთქმა. — რიც 6:14.
რიცხვნი 6:14 — შესწირავს უფალს წელგამოვლილ, საღ ცხვარს აღსადგენად, ერთ წელგამოვლილ დედალ ცხვარს ცოდვისათვის და ერთ საღ ჭედილას სამადლობელ მსხვერპლად,