III მეფეთა 11:40 — ეწადა სოლომონს იერობოამის მოკვლა, მაგრამ ადგა და გაიქცა იერობოამი ეგვიპტეში შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე.
იერუსალიმს აძარცვავს III მეფ 14:25,26; II ნეშ 12:2-9
III მეფეთა 14:25 — რობოამის მეფობის მეხუთე წელს დაესხა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს.
III მეფეთა 14:26 — წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო; წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.
II ნეშტთა 12:2-9 — რობოამის მეფობის მეხუთე წელს მოუხდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს, რადგან შესცოდეს უფალს.