დაბადება 1:14 — თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;
დაბადება 8:22 — ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.
ფსალმუნნი 103:19 — შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი.
იერემია 33:20 — ასე ამბობს უფალი: თუ შეგეძლებათ დაარღვიოთ ჩემი აღთქმა დღის მიმართ და ჩემი აღთქმა ღამის მიმართ, რომ თავის დროზე არ ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე,
დანიელი 2:21 — იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ - ცოდნას.