მსაჯულნი 5:31 — ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი.
სახარება მათესაგან 13:43 — მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
ვარსკვლავები — დან 12:3.
დანიელი 12:3 — მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი - ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე.
სინათლეები — მათე 5:14; ფილ 2:15.
სახარება მათესაგან 5:14 — თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული.
ფილიპელთა მიმართ 2:15 — რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
მთა სიონი — ფსა 125:1,2.
ფსალმუნნი 124:1 — გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.
ფსალმუნნი 124:2 — იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია, ხოლო უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისაადე.
ლიბანი — ოსი 14:5-7.
ოსია 14:5-7 — განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.