წინასწარმეტყველთა მიერ წინასწარმეტყველებული — ფსა 16:10; საქ 13:34,35; ესა 26:19.
ფსალმუნნი 15:10 — რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.
მოციქულთა საქმენი 13:34 — ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“.
ესაია 26:19 — გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფ...
თავისი თავის მიერ წინასწარმეტყველებული — მათე 20:19; მარ 9:9; 14:28; იოა 2:19-22.
სახარება მათესაგან 20:19 — და საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მისცემენ მას წარმართთ: და აღდგება მესამე დღეს.
სახარება მარკოზისაგან 9:9 — ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებთდა მკვდრეთით.
სახარება მარკოზისაგან 14:28 — ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში.
სახარება იოანესაგან 2:19-22 — ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.
წერილის აღსრულება. — ლუკა 24:45,46.
სახარება ლუკასაგან 24:45 — მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.
სახარება ლუკასაგან 24:46 — და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,
შენდობა ცოდვების. — I კორ 15:17.
I კორინთელთა მიმართ 15:17 — ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ.
გამართლებას - რომ 4:25; 8:34.
რომაელთა მიმართ 4:25 — რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.
რომაელთა მიმართ 8:34 — ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი.