ლევიანნი 6:2-5 — თუ ვინმე შესცოდავს და უპატიოსნოდ მოიქცევა უფლის მიმართ - უარს ეტყვის თავის მახლობელს შესანახად მიბარებულზე და მითვისებულზე, ან წართმეულზე, ან რამეს გა...
რიცხვნი 5:7 — აღიარონ თავიანთი ცოდვა, რაც ჩაიდინეს, მთლიანად ზღონ, რაც დააშავეს, მეათედიც დაუმატონ და მისცენ მას, ვის წინაშეც დანაშაული აქვთ.
იობი 20:18 — დააბრუნებს ნაჭირნახულევს და ვერ გადაყლაპავს; გაიღებს თავისი დოვლათის ფასს და ვერ გაიხარებს;
ეზეკიელი 33:15 — გირაოს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის და ბოროტებას არ ჩაიდენს, ის ცოცხალი დარჩება, არ მოკვდება.
სახარება ლუკასაგან 19:8 — ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ.