ესაია 19:6 — მდინარეები ამყრალდება, დაიკლებს და დაშრება ეგვიპტის არხები, დაჭკნება ლელი და ლერწამი.
ესაია 19:7 — გადაშიშვლდება მდინარეთა ნაპირები და მდინარეთა შესართავები, გადახმება ჭალებში ნათესი, განქარდება და გაცამტვერდება.
ესაია 35:7 — დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება.
იერემია 51:32 — ფონები დაჭერილია და ლელიანები ცეცხლში იწვის, მეომრებს თავზარი აქვთ დაცემული.
გამოყენებული როგორც გაზომვა ხერხი (ექვსი წყრთები) ეზე 40:3-8; 41:8; 42:16-19; 45:1; გამ 11:1; 21:15,16
ეზეკიელი 40:3-8 — მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.
ეზეკიელი 41:8 — დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საძირკველი სრული ექვსი წყრთა ოყო.
ეზეკიელი 42:16-19 — გაზომა აღმოსავლეთის მხარე საზომი ლერწმით და გამოვიდა ხუთასი ლერწამი ირგვლივ.
ეზეკიელი 45:1 — როცა წილისყრით დაანაწილებთ ქვეყანას სამკვიდროდ, გამოუყავით უფალს წმიდა ადგილი ქვეყანაში სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათასი წყრთა; ეს წმიდა ...
იოანეს გამოცხადება 11:1 — მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.
დაცინვით მოცემული იესოს როგორც ნიშანი სამეფოს მათე 27:29
სახარება მათესაგან 27:29 — დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუ...
იესო მოხვდა მათე 27:30; მარ 15:19
სახარება მათესაგან 27:30 — და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას.
სახარება მარკოზისაგან 15:19 — თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ.
სისუსტე III მეფ 14:15; IV მეფ 18:21; ესა 36:6; 42:3; ეზე 29:6; მათე 11:7; 12:20
III მეფეთა 14:15 — დალახვრავს უფალი ისრაელს და დაემსგავსება იგი წყალზე მოქანავე ლერწამს, აღმოფხვრის ისრაელს ამ დალოცვილი მიწიდან, რომელიც მათ მამა-პაპას მისცა, და მდინარ...
IV მეფეთა 18:21 — დანდობიხარ მაგ გადატეხილ ლერწამს - ეგვიპტეს, რომელიც, თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც...
ესაია 36:6 — აჰა, მაგ გატეხილი ლერწმის - ეგვიპტის იმედი გაქვს, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ...
ესაია 42:3 — გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს, სამართალს სიმართლით გააჩენს.
ეზეკიელი 29:6 — მიხვდება ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ უფალი ვარ, რადგან ლერწმის საყრდენი იყავი ისრაელის სახლისთვის.