არაწმიდა და არ იყოს ჭამილი — ლევ 11:15; მრჟ 14:14.
ლევიანნი 11:15 — ყოველნაირი ყორანი და მისი გვარისანი,
მეორე რჯული 14:14 — არანაირი სახის ყორანი,
ველის ყორანად წოდებული — იგა 30:17.
იგავნი სოლომონისა 30:17 — მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
შავის - ქებ 5:11.
ქებათა-ქება სოლომონისა 5:11 — თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.
განწყობით მარტოსული — ესა 34:11.
ესაია 34:11 — ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს.
უზრუნველო — ლუკა 12:24.
სახარება ლუკასაგან 12:24 — შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?