იობი 28:5 — მიწაა, პურს რომ აღმოაცენებს, მისი ქვეშეთი კი თითქოს ცეცხლისგან არის სახეცვლილი;
იობი 28:6 — საფირონის საბადოა მისი ქვები და მასთან ოქროს ქვიშა იპოვება!
მოტანილი ოფირიდან — III მეფ 10:11; II ნეშ 9:10.
III მეფეთა 10:11 — ხირამის ხომალდმაც, რომელსაც ოქრო მოჰქონდა ოფირიდან, მოიტანა ოფირიდანვე დიდძალი სანდალოზის ხე და ძვირფასი თვლები.
II ნეშტთა 9:10 — ხურამისა და სოლომონის მორჩილებმა ოფირიდან ჩამოტანილ ოქროსთან ერთად სანდალოზის ხეები და ძვირფასი ქვები ჩამოიტანეს.
მოტანილი შებადან — III მეფ 10:1,2; ეზე 27:22.
III მეფეთა 10:1 — მისწვდა საბას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი.
III მეფეთა 10:2 — მოვიდა იერუსალიმში დიდძალი დოვლათით; აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები. მოვიდა სოლომონთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რ...
ეზეკიელი 27:22 — შებას და რაყმას მოვაჭრენი შენთან ვაჭრობდნენ; რჩეულ ნელსაცხებელს, ყოველნაირ ძვირფას ქვას და ოქროულობას გიგზავნიდნენ სანაცვლოდ.
ქვები ცეცხლის. — ეზე 28:14,16.
ეზეკიელი 28:14 — მფარველი ქერუბიმივით ცხებული იყავი და ღვთის წმიდა მთაზე დაგსვი; იქ იყავი და ცეცხლის ქვათა შორის მიმოდიოდი.
ეზეკიელი 28:16 — უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის.
დასასმელი ქვები — I ნეშ 29:2.
I ნეშტთა 29:2 — რაც კი შემეძლო ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი სპილენძისთვის, რკინა რკინეული...