ზოგადი მუხლები დაბ 31:19; 35:2,4; იენ 24:2,23; იუდ 2:13; 3:7; 10:16; 17:5; იერ 2:28; 11:13; დან 4:8; I კორ 8:5
დაბადება 31:19 — ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა კერპები, მამამისს რომ ჰქონდა.
დაბადება 35:2 — უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.
დაბადება 35:4 — მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.
იესო ნავეს ძე 24:2 — უთხრა იესომ მთელს ერს: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მდინარის გაღმა ცხოვრობდა თქვენი მამა-პაპა ძველთაგანვე - თერახი, აბრაამის მამა და ნახორის მამ...
იესო ნავეს ძე 24:23 — მაშ, უარყავით უცხოთა ღმერთები, თქვენს შორის რომ არიან, და გული მიაბრუნეთ უფლის, ისრაელის ღმერთისკენ.