ზოგადი მუხლები ლევ 26:1; რიც 33:52; იგა 25:11; ესა 2:16
ლევიანნი 26:1 — არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
რიცხვნი 33:52 — აჰყარეთ თქვენს წინაშე ქვეყნის მკვიდრნი, გაანადგურეთ ყველა მათი გამოსახულება და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და მოუშალეთ ყველა გორაკი.
იგავნი სოლომონისა 25:11 — მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;
ესაია 2:16 — ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას.